ქვენტაკელ D4 კაფსულები

ქვენტაკელ D4 კაფსულები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Penicillium glabrum D4, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

ჩვენება
– მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციები
– ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპისებური ინფექციები
– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, როგორც   სხვა სოკოვანი პრეპარატების გამღიზიანებელი ეფექტის გამაძლიერებელი,   შაკიკი, გაფანტული სკლეროზი, თავბრუსხვევა,   მენიერის დაავადება, სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპესი), ჩუტყვავილა
– ცეფალგიები და ხერხემლის კისრისმიერი პათოლოგიები
– სოკოვანი პრეპარატებით საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების
და ნეფრიტის მკურნალობის დროს, დამატებითი თერაპიის სახით

თვისებები
Quentakehl მიიღება საფუარა სოკო Penicillium glabrum-ისაგან.
იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ წარმოქმნის პენიცილინის მჟავას. ამიტომ მისი გამოყენებისას არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპიური თანმხლები ნიშნები, როგორიცაა ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა და
პენიცილინრეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება. Quentakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ვირუსულ ინფექციაზე.
Mucokehl და Nigersan-თან ერთდროული გამოყენებისას Quentakehl გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მიზანშეწონილია მკურნალობაში გამოშვების ნებისმიერი ფორმის Quentakehl-ის ან Notakehl-ის ჩართვა არა მარტო გამოჯანმრთელების
პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ Mucokehl-ის კურსობრივი მიღების დროსაც ინექციების ინტერვალებს შორის.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1-3 კაფსულა ყოველდღიურად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, საუზმის წინ ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ.
ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენებები
არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.

მითითებები
Quentakehl-ში შემავალი კომპონენტი (Penicillium glabrum) შედის ასევე პრეპარატში Pleo Nota-Quent-ში. Quentakehl-ი არ ინიშნება პრეპარატ Mucokehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook