ქვიფენადინი

ქვიფენადინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ქსოვილებში ჰისტამინის გამააქტივებელი ფერმენტის – დიამინოოქსიდაზას აქტივაციით. მას გააჩნია ანტიალერგიული, ქავილის  საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატს ახასიათებს მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა, არ გააჩნია გამოხატული სედაციური და საძილე მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს ახასიათებს დაბალი ლიპოფილობა. იგი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჩვენებები
თივის ციება, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლის და საკვების მიღებასთან.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში – 20-50 მგ 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობისას იგი მეორდება.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ 2-3-ჯერ დღეში;
3-დან 8 წლამდე ასაკის – 1-15 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.
ცნსის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება.
ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.
♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
♦ რეკომენდებულია სისტემატური მკურნალობის წინ დადგინდეს იწვევს თუ არა ქიფენადინი სედაციურ ან საძილე მოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკური მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook