ქლორამფენიკოლი

ქლორამფენიკოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მაგრამ ამავე დროს ითვლება მეორე რიგის პრეპარატად სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების 5-OS-სუბერთეულში პეპტიდილტრანსფერაზას ბლოკირების შედეგად. მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, ზოგიერთი მიკოპლაზმებს და რიკეტსიებს. პრეპარატი ეფექტურია ტულარემიის, ბრუცელოზის, ქლამიდიოზის, ტიფის, პარატიფის, მენინგიტის (Haemophilus influenzae), ლიმფოგრანულომა venereum, ფსიტაკოზის, შიგელებით, სალმონელებით, კლებსიელას, სერატიას, იერსინიას, ზოგიერთი მსხვილი ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციების დროს.

დოზირების რეჟიმი
პერორალურად საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ინიშნება მოზრდილებში 500 მგ 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-8 წლის ასაკის – 15 მგ/კგ-ზე დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 3-4 მიღებაზე.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები
შეუქცევადი აპლასტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პერიფერიული ნევრიტები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, სმენითი და მაჩვენებითი ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები
* ორსულობა;
* ლაქტაციის პერიოდი;
* ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;
* პორფირია;
* ფსორიაზი;
* სისხლმბადი სისტემების დაავადებები;
* ბავშვთა მცირე ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რიფამპიცინი, ფენობარბიტალი ამცირებენ ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას პლაზმაში, ხოლო ვარფარინის, სულფანილშარდოვანას წარმოებულების და ფენიტოინის ეფექტი მასთან კომბინირებისას იზრდება.
– არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული გამოყენება ჰემოპოეზის დამთრგუნველ და ღვიძლზე დამაზიანებლად მომქმედ საშუალებებთან ერთად.

გაფრთხილება