ქლორდიაზეპოქსიდი

ქლორდიაზეპოქსიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ავლენს ანქსიოლიზურ სედატიურ, საძილე, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბომჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია ალოსტერული მექანიზმით გაემ-რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.

ჩვენებები
ნევროზები, ძილის დარღვევა, რეაქტიული დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი, კრუნჩხვითი მდგომარეობა;
კლიმაქტერული ან მენსტრუაციის წინა პერიოდი;
პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის მოსამზადებელ და მშობიარობის წინა პერიოდში.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში შიგნით მისაღებად ინიშნება 5-10 მგ 2-4-ჯერ დღეში. დაძაბულობისა და მოუსვენრობისას თანმხლები უძილობით – 10-20 მგ ერთხელ დღეში, 1-2 სთ-ით ადრე ძილის წინ.
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში – საწყისი დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 300 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე.
ალკოჰოლური აგზნების დროს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 300 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.
– 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – ინიშნება 5-10 მგ/დღეში,
– 8-დან 14 წლამდე -10-20 მგ/დღეში,
– 15-დან 18 წლამდე – 20-30 მგ/დღეში დაყოფილი 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები
* მიასთენია;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
– პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
– პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება.
– პრეპარატი აძლიერებს ალკოჰოლის და იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციას.
– პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეჩვევისა და წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook