ქლორჰექსიდინი

ქლორჰექსიდინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას. იგი ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ვეგეტატური ფორმების მიმართ, აგრეთვე საფუარების დერმატოფიტების და ლიპოფილური ვირუსების მიმართ. იგი ბაქტერიების სპორებზე მოქმედებს მხოლოდ ტემპერატურის მომატების შემთხვევაში.
პრეპარატი ასუფთავებს და ადეზინციფირებს კანს და არ იწვევს მისი დაზიანებას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო პერსონალის ხელების და ოპერაციის მიდამოს დასამუშავებლად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან ოპერაციის დროს;
აგრეთვე ჭრილობის და მისი ზედაპირის დასამუშავებლად პაციენტის კანის სადეზინფექციოდ, თვალის, შარდის ბუშტის და სხეულის სხვა ღრუების გამოსარეცხად (მხოლოდ 20% და 5% კონცენტრირებული ხსნარები ზედაპირულაქტიური ნივთიერებების გარეშე);
იმ ხელსაწყოების (მათ შორის თერმომეტრის) და მოწყობილობების სადეზინფექციოდ, რომელთა თერმული დამუშავება არ არის სასურველი.
პრეპარატი გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის, აფექტების, პარადონტიტის, ალვეოლიტის, პროთეზების სადეზინფექციოდ, ანგინის, ყელყურცხვირის მიდამოში ოპერაციისშემდგომ პერიოდში და სტომატოლოგიაში პაციენტის მოვლისათვის (პირის ღრუს გამოსავლები ხსნარი და გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში).

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე და ქლორჰექსიდის სამკურნალო ფორმაზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ალერგიული დერმატიტის განვითარება, რომლის თანმხლებია ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები
ქლორჰექსიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ კონცენტრირებული ხსნარის განსაზავებლად გამოიყენება დისტილირებული წყალი, სპირტი, გლიცერინი. სხეულის ღრუს გამოსარეცხად, ღრმა ჭრილობების და დამწვრობების დასამუშავებლად ამზადებენ სტერილურ ხსნარებს. ისინი თავიანთ აქტივობას ინარჩუნებენ სისხლის და ორგანული ნივთიერებების შერევის დროს.
♦ პრეპარატის მოხვედრა თვალში (სპეციალური იმ წამლის ფორმის გარდა, რომელიც განკუთვნილია თვალის დასამუშავებლად), აგრეთვე მისი კონტაქტი ტვინის გარსებთან და სმენის ნერვთან დაუშვებელია.
♦ პრეპარატი შეუთავსებადია საპონთან, აგრეთვე იმ დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა).
♦ იგი შეთავსებადია პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კათიონის ჯგუფს (ცეტრიმონიუმის ბრომიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook