ქლოფაზოლინი

ქლოფაზოლინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლონიდინი/clonidine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები,  ცენტრალური ალფა2 ადრენორეცეპტორების მასტიმულირებელი პრეპარატები

რა არის ქლოფაზოლინი და რისთვის გამოიყენება
ქლოფაზოლინი მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული (სისხლის წნევის დამწევი) სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას, ანელებს გულისცემის სიხშირეს, აქვეითებს წინააღმდეგობას პერიფერიულ სისხლძარღვებში, აფართოვებს სისხლძარღვებს. გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების (მომატებული არტერიული წნევა) სამკურნალოდ. მისი გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად, ან კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ.

ქლოფაზოლინის მიღებამდე 
არ მიიღოთ ქლფაზოლინი
– თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი, ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
– თუ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია გულის რითმის და გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა II III ხარისხის, სინუსის კვანძის სისუსტე) დარღვევასთან;
– თუ გადაიტანეთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
– დეპრესიისას.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ ქლოფაზოლინის მიღებისას
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ერთ-ერთი შემდეგი დაავადებებიდან:
გულის სხვა დაავადებები: მაგალითად, გულის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (გულის იშემიური დაავადება), გულის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლის მომიქცევის დარღვევა, თირკმელების დაავადება, რეინოს დაავადება (კიდურების სისხლით არასაკმარისი მომარაგება, რის შედეგადაც ისინი ხდებიან შებოჭილი და ფერმკრთალი), ფეოქორომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ:
• სისხლის წნევის დამწევ სხვა სამკურნალო საშუალებს, როგორიცაა: შარდმდენები (მაგ. ფუროსემიდი), კალციუმის ანტაგონისტები (მაგ. ვერაპამილი), აგფ ინჰიბიტორები (მაგ. კაპტოპრილი), ბეტა ბლოკატორები (მაგ. პროპრანოლოლი), ან გულის უმარისობის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. დიგოქსინი), სისხლძარღვთა გამაფართოვებელი (მაგ. ნატრიუმის ნიტროპრუსიდი);
• დეპრესიის (მაგ. იმიპრამინი, დეზიპრამინი, მიანსერინი), ან ფსიქოზების სამკურნალო საშუალებები;
• ანტირევმატიული და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები;
• საძილე, დამამშვიდებელი სამკურნალო საშუალებები (ბარბიტრატები, ბენზოდიაზეპინები);
• ალერგიის სამკურნალო პრეპარატები (ანტიჰისტამინური პრეპარატები).

ქლოფაზოლინისი მიღება სამკურნალო პროდუქტებთან და სასმელებთან
არ გამოიყენოთ ალკოჰოლი, ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები ქლოფაზოლინით მკურნალობისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო საშულების მიღებისას მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად პრეპარატ ქლოფაზოლინით მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, რადგან პრეპარატი გადის ქალის რძეში. მეძუძური დედების მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
ქლოფაზოლინმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და რეაქციების შენელება. ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებისას არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ განახორციელოთ ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და რეაქციის სისწრაფეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქლოფაზოლინის ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტზე
• ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
• ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს, შესაფერისის ცელიაკიით დაავედებულებისათვის. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბალზე (ცელიაკისაგან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

როგორ მივიღოთ ქლოფაზოლინი
ყოველთვის მიიღეთ ქლოფაზოლინი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტით (75 მიკროგრამი) 2-3ჯერ დღეში. თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 1-2 ტაბლეტამდე (150-300 მკგ) 2-3ჯერ დღეში. დოზას ზრდიან თანდათანობით 2-3 დღის შემდეგ. არ მიიღოთ დღეში 12 ტაბლეტზე მეტი.
ბავშვები: ეს სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის.
მიიღეთ ტაბლეტები მთლიანად, დაუღეჭავად.
არ შეწყვიტოთ პრეპარატ ქლოფაზოლინით მკურნალობა უეცრად.

თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა
შესაძლოა გუგების შევიწროვება, ძილიანობა, გულის რითმის შენელება, სისხლის წნევის დაქვეითება, სხეულის დაბალი ტემპერატურა, სუნთქვის შენელება პაუზებით, გონების დაკარგვა. დაუყოვნებლივ კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ან მიმართეთ დახმარებისათვის უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.

პრეპარატ ქლოფაზოლინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესაძლებლობა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით, რამოდენიმე დღის განავლობაში თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა სამკურნკო საშუალებებმა, ქლოფაზოლინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ გამოვლინდება ყველა ადამიანში.
პრეპარტ ქლოფაზოლინით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): თავბრუსხვევა, აპათია, სისხლის წნევის დაქვეითება ადგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ცუდად გახდომა, ან გულის შეტევა; პირის სიმშრალე.
ხშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): დეპრესია, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნებადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილები, შესიება სანერწყვე ჯირკვლების ახლოს, შეკრულობა, იმპოტენცია (მამაკაებში), დაღლილობა, მოხსნის სინდრომი (ნერვულ-ვეგეტატიური დარღვევები- მომატებული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება).
არახშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 100-დან): აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, კოშმარები, კანზე ჭიანჭველების შეგრძნება, გულის რითმის შენელება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისუსტე.
იშვიათი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 1000-დან): გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება), გამტარებლობის დარღვევა, ცრემლის სეკრეციის შემცირებ, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მუცელში კოლიკისმაგვარი ტკივილები ნაწლავის შესაძლო დახშობით, რომელსაც თან ახლავს ღებინება და შეკრულობა, თმების ცვენა, სისხლში შაქრის დონის მომატება, სითხის შეკავება.
უცნობი სიხშირით: გონების არევა, ლიბიდოს დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, გულის რითმის დარღვევები და შენელება, რეინოს სინდრომი.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენისნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ქლოფაზოლინის შენახვის წესი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ქლოფაზოლინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება.
ეს ზომები ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ქლოფაზოლინი
მოქმედი ნივთიერება: ქლონიდინის ჰიდროქლორიდი 150 მიკროგრამი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის ჰიდროფოსფატ-დიჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო.

პრეპარატ ქლოფაზოლინის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტი, ერთ მხარეს ღარით ზომით 7მმ, თეთრი ფერის, უსუნო.
50 ტაბლეტი მყარ, უფერო, პვქ/ალუმინის ფოლგის გამჭირვალე ბლისტერში, ერთი ბლისტერი მუყაოს ყუთში დანართ ფურცელთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 150მკგ ტაბლეტი №50

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook