ქოლდრინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი, ქლორფენირამინი, ფენილეფრინი, კოფეინი/ paracetamol, caffeine, chlorpheniramine, phenylephrine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა
ქოლდრინი-ს ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: პარაცეტამოლი – 500 მგ,
ქლორფენირამინის მალეატი – 2 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 5 მგ და კოფეინი – 30 მგ.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტი გამყოფი ჭდით.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზებისა და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება.
კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

ჩვენება
– გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ქოლდრინი -ს დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
ქოლდრინი -თი მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
ქოლდრინი -სთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიურობას.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 ტაბლეტი ქოლდრინი -ს მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ  4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები
ქოლდრინი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

შენახვის ვადა და პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: AZTEC PHARMA, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook