ქოლოგრანდი

ქოლოგრანდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღველმდენი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ქოლოგრანდის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
სოიოს ლეციტინი (ფხვნილი) – 87 მგ
ფოსფოლიპიდები – 70 მგ
მრავალძარღვა (ფხვნილი) – 25 მგ
ქრისტესისხლა (ფხვნილი) – 20 მგ
ყვითელი კოჭა (ფხვნილი) – 10 მგ
ბაღის პიტნა (ეთერზეთი) – 2,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი;
კაფსულის შემადგენელი ნივთიერება – მცენარეული წარმოშობის  ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა;
#30 კაფსულა ყუთში;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ქოლოგრანდი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. აუმჯობესებს დაზიანებულ ჰეპატოციტებში მეტაბოლურ პროცესებს და ახდენს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზებას.  აძლიერებს ჰეპატოციტების მიერ ნაღვლის მჟავის გამომუშავებას, ზრდის ნაღვლის ბუშტის ევაკუატორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაშლას, რომელიც ნაღვლის ბუშტის კენჭების შემადგენელი ნივთიერებაა. შედეგად ამცირებს ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს;
ქოლოგრანდი აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას და  ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ქოლოგრანდი იცავს ღვიძლს მედიკამენტების, ალკოჰოლის და კონსერვანტების ტოქსიური ზემოქმედებისგან;
ქოლოგრანდის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:
სოიოს ლეციტინი წარმოადგენს შეუცვლელი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, რომლების აუცილებელია ღვიძლის უჯრედების მემბრანის რეგენერაციისთვის. ის ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და ამცირებს სანაღვლე გზების დისკინეზიის განვითარების რისკს. ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. სოიოს ლეციტინი იცავს ღვიძლს მედიკამენტების, ალკოჰოლის და კონსერვანტების ტოქსიური ზემოქმედებისგან. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
ფოსფოლიპიდები აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას. აღადგენენ ჰეპატოციტების სტრუქტურას, ზრდიან ღვიზლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და აფერხებენ ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას; ახდენენ ნაღველის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზებას.
მრავალძარღვას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტიმიკრობული მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გამოიყენება გასტრიტის, ანტერიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ;
ქრისტესისხლას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ხელს უწყობს დაზიანებული ჰეპატოციტების აღდგენით პროცესს;
ყვითელი კოჭას აქტიური ნივთიერება – კურკუმინი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ამცირებს ღვიძლის ინტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, ნაღვლის გამოყოფას, ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას. ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ;
ბაღის პიტნას ახასიათებს სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;

ჩვენებები
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ჰიპომოტორული დისკინეზია;
ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ქოლანგიტი (რემისიის ფაზა), ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია, სიყვითლე;
პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
ღვიძლისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკა;
ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ;
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი)

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლისმიერი კომა;

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით, 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ;

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები;

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე;

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: LABORATOIRE L.H.S, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook