ქსანაქსი

ქსანაქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალპრაზოლამიalprazolam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტრანკვილიზური (ანქსიოლიზური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ალპრაზოლამი……  0.25 მგ
1 ტაბ.
ალპრაზოლამი……  0.50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსანაქსი წარმოადგენს ტრიაზოლო-ბენზოდიაზეპინის წარმოებულს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად გაემ (გამაამინოერბომჟავა) რეცეპტორების აქტივაციასთან ალოსტერული მექანიზმით, რაც იწვევს ცნს-ში შემაკავებელი მედიატორის – გაემ-ის დაგროვებას ქლორის იონების არხების გახსნას და ქლორის ანიონების უჯრედში შეღწევის შედეგად ნეირონების ჰიპერპოლარიზაციას, რომლის შედეგიცაა აღგზნებითი ნერვული იმპულსების გადაცემის ინჰიბირება ცნს-ის სხვადასხვა სტრუქტურებში.
იგი ავლენს ანქსიოლიზურ, ტრანკვილიზურ, ანტიკონვულსურ, ატარაქსიულ, სედატიურ, მიორელაქსაციურ,
ანტიფობურ მოქმედებას.
პრეპარატი ამცირებს მოუსვენრობის, შიშის, განგაშისა და დაძაბულობის შეგრძნებას. არსებობს აგრეთვე მონაცემები პრეპარატის ანტიდეპრესიული აქტივობის შესახებ. ქსანაქსს გააჩნია ზომიერად გამოხატული საძილე მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ.
სისხლის პლაზმის ცილებთან მისი კავშირი შეადგენს 80%-ს. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 12-15 სთ-ს. ქსანაქსი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.

ჩვენებები:
– განგაშის მდგომარეობა და ნევროზი, რომელსაც თან ახლავს შიშის შეგრძნება, მოუსვენრობა, დაძაბულობა, ძილის გაუარესება, გაღიზიანებადობა. ასევე სომატური დარღვევები
განგაშისა და დეპრესიის შერეული მდგომარეობა;
– ნევროზული რეაქტიულ-დეპრესიული მდგომარეობა, რომლის თანხმლებია ხასიათის შეცვლა, გარე სამყაროს მიმართ ინდიფერენტულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, სომატური დარღვევები;
– განგაშის მდგომარეობა, ისევე როდესაც დეპრესია ვითარდება სომატური დაავადებების ფონზე.

მიღების წესი და დოზირება:
დოზა დგინდება ინდივიდუალურად. დოზის მომატება ხდება სიფრთხილით, თავდაპირველად ზრდიან დღის, შემდეგ კი საღამოს დოზას. რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის მიღება მოუსვენრობისა და შიშის სამკურნალოდ.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 3-ჯერ დღეში 0.25-0.5 მგ-ს. საშუალო შემანარჩუნელი დოზაა დღეში 0.5-4 მგ რამდენიმე მიღებაზე.
დეპრესიის სამკურნალოდ საწყისი დოზა შეადგენს 0.5 მგ-ს 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან დღეში 1-4 მგ-მდე.
ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში საჭიროა პრეპარატის დაბალი დოზით გამოყენება: საწყისი დოზაა 0.25 მგ 2-3-ჯერ დღეში, ხოლო საჭიროებისას და კარგი ამტანობის დროს დოზას თანდათან ზრდიან 0.5-დან 0.75 მგ-მდე დღეში. ქსანაქსის დოზის შემცირება, ან მისი მიღების შეწყვეტა ხდება თანდათანობით, დღეღამური დოზის შემცირებით 3 დღის განმავლობაში, არა უმეტეს 0.5 მგ-ით.

გვერდითი მოვლენები:
ცნსის მხრივ: ძალიან ხშირად ძილიანობა და თავბრუსხვევა. იშვიათად მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ნევროზული მდგომარეობა ტრემორი, კოორდინაციისა და მეხსიერების დარღვევა. ასევე აგზნება, ყურადღების კონცენტრაციის მობილიზაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ანორექსია, მეტყველების მოშლა. არსებობს აგრეთვე მონაცემები თვალშიდა წნევის მომატების შესახებ.
კუჭნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სიყვითლის ნიშნები, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება და/ან შეუკავებლობა.
სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, ვეგეტატური ნერვული სისტემების მხრივ დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

უკუჩვენებები:
ბენზოდიაზეპინის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობის და გლაუკომის მწვავე შეტევის მქონე პაციენტებში.
ქსანაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეპრესიით, ბიპოლარული დეპრესიით და ფსიქოზური სიმპტომებით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მძიმე დეპრესიით ან სუიციდისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მონიტორინგს და მინიმალურ საწყის დოზებს.
განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ წამლების ბოროტად გამოყენებისადმი მიდრეკილება მათში შეჩვევისა და დამოკიდებულების განვითარების გამო. პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ფსიქოტოროპულ საშუალებებს. ქსანაქსი ეფექტურია მცირე დოზებში იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებსა და ტრანკვილიზატორებს, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პირებთან შედარებით.
ქსანაქსის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
პრეპარატის დოზის სწრაფი დაქვეითების ან მისი მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მოხსნის სინდრომი მცირედ გამოხატული დისფორიითა და უძილობით, რაც შეიძლება გადაიზარდოს მძიმე სინდრომში – სპაზმებით მუცელში, ჩონჩხის კუნთების სპაზმით, ოფლიანობით, ტრემორით და კრუნჩხვებით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსანაქსის მიღების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:
ქსანაქსით გამოწვეული ჭარბი დოზირება ვლინდება ატაქსიითა და ძილიანობით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.
მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს პაციენტის ცენტრალურ ჰემოდინამიკასა და სუნთქვას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ეფექტურია ვენაში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, აუცილებლობის შემთხვევაში კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალზი ნაკლებად ეფექტურია ჭარბი დოზირების სიმპტომების აღმოსაფხვრელად. მისი სპეციფიკური ანტიდოტია – ფლუმაზენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატისა და ფსიქოტოროპული, ანტიჰისტამინური საშუალებებისა და ეთილის სპირტის ერთდროული გამოყენება აძლიერებს ქსანაქსის ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.
– იმიპრამინისა და დეზიპრამინის წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში იზრდება შესაბამისად 31%-ით და 20%ით ქსანაქსთან ერთდროული მიღების შემთხვევაში.
– ორალური კონტრაცეპტივები ახანგრძლივებენ ქსანაქსის ნახევარგამოყოფის პერიოდს ორგანიზმიდან.

შენახვის პირობები:
პრეპარატები ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 0.5 მგ ტაბლეტი № 30

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით)

მწარმოებელი: ფაიზერი, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook