ქსინოკარდი / Ksinocard

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
კლინიკურფარმაკოლოგიურიჯგუფი: ორგანიზმში მეტაბოლური და ენერგეტიკული
პროცესების მარეგულირებელისაშუალება. ჰიპოქსიის შემამცირებელი საშუალება.
შემადგენლობა:
L-კარნიტინი – 500 მგ;
კოენზიმი Q-10 – 40 მგ;
დიჰიდროქვერციტინი – 25 მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-კარნიტინი (ვიტამინი B11) – მონაწილობს ა.ტ.ფ.-ის სინთეზის პროცესში, ახდენს რა ცხიმოვანი მჟავებისგადატანას ციტოპლაზმიდან
მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ჟანგვას ენერგიის წარმოქნით.
L-კარნიტინის ხანგძლივი გამოყენება ხელს უწყობს ქოლსტერინის დონის დაქვეითებას,
ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, მიტოქონდრიების მატრიქსიდან
გამოდევნის მეტაბოლიტებსა დათავისუფალ რადიკალებს, ახდენს ცხიმოვანი და
ცილოვანი ცვლის რეგულაციას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს
ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ზრდის მოტორულ აქტივობას
და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის
ეკონომიურ ხარჯვას დაღვიძლში მისი მარაგის გაზრდას.
კოენზიმი
Q-10  (
უბიქინონი) – მონაწილეობს ჟანგვითი ფოსფორილების პროცესებში,
ა.ტ.ფ.-ის სინთეზში, ასევეახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.
კოენზიმ Q-10 – ხასიათდება შემდეგი თვისებებით: უჯრედში ენერგეტიკული
პროცესების მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ლიპიდური ცვლის
მარეგულირებელი, იმუნომასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული და
ანტიარითმიული. აგრეთვე მას გააჩნია სისხლის რეოლოგიური თვისებების
გამაუმჯობესებელი და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერციტინი – არის ფლავანოიდი, მიღებულია ციმბირული ლარიქსის
მერქანისაგან.დიჰიდროქვერციტინი მიეკუთვნება ვიტამინისებური ნივთიერებების
ჯგუფს. ხასიათდება ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური, კაპილაროპროტექტორული,
რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი და დეზინტოქსიკაციური
თვისებებით, ასევე გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერციტინი ხელს უშლის (ანელებს) ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის
პროცესებს უჯრედულ მემბრანაზე, ამცირებს თავისუფალი რადიკალების
ზემოქმედების მავნე ეფექტს და ანელებს უჯრედის დაბერების პროცესს.
იგი ახდენს სისხლძარღვთა კედლის გამაგრებას, მიკროცირკულაციის ნორმალიზებას,
ხელს უშლისათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ინსულტისა და
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს
ჩვენებები:
კარდიოლოგია – გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ქრონიკული
უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, კარდიომიოპათია,
არითმია.
ნევროლოგია – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნევრიტი, ნევრალგია,
პოლინეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი,
კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობები,
ნევრასთენია.
გინეკოლოგია – ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი.
ენდოკრინილოგია – სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი.
ქირურგია – ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის
მოსამატებლად დასუსტებულ პაციენტებში.
გასტროენტეროლოგია – ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი,
ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
პულმონოლოგია – სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მწვავე
გლომერულონეფრიტი,გამწვავებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბრადიკარდია (< 50 დარტყმა/წთ-ში).
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა,
შებერილობა, დიარეა, ალერგიულირეაქციები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – ორსულობისა და ლაქტაციი
პერიოდში პრეპარატის მიღებაუკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის
ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის
ვადის ამოწურვის შემდეგ.ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლოდღეს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GRICAR CHEMICAL, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook