შალფეი – SALBEI

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
სალბის მშრალი ექსტრაქტი……   12,50 მგ
ესენციური სალბის ზეთი ……..    2,40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა,   ვაშლის მჟავა, ასპარტამი, სორბიტი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი,   მაგნიუმის სტეარატი,   საქარინი, სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი E -104, საღებავი E -132, არომატული დანამატი,, თაფლი “.

აღწერილობა:
ბრტყელი, დაქანებული კიდეებით, მოცისფრო – მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ტაბლეტები, შედარებით უფრო ღია და მუქი ფერის ჩანართებით. ტაბლეტის ორივე მხრეზე არის გრავირება << NP >> ხის ფონზე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ მოქმედებას. გააჩნია შემახორცებელი თვისებები.

გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი და სხვ.), პირის ღრუს (სტომატიტი, გინგივიტი) სამკურნალოდ, კომპლექსურ თერაპიაში.

უკუჩვენება;
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.

მიღების გზები და დოზირება:
საჭიროა პირის ღრუში გაჩერება სრულ გაწოვამდე. – მოზრდილები დღეში 6 ტაბლეტი 2 საათის ინტერვალით.
–           5 წლამდე ბავშვები: დღეში 2 ტაბლეტი, 4 საათზე მეტი ინტერვალით;
–           5- დან 10 წლამდე ბავშვები: დღეში 3 ტაბლეტი, 4 საათიანი ინტერვალით.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:
ეფექტის არარსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში ან 2, 4, 6, 8 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპში.
1, 2, 3, 4, 5 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10, 12 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპი; 10, 15 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი;
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ

სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები

მწარმოებელი: ნატურ პროდუკტ ევროპა ბ. ვ., ნიდერლანდები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook