ცეპასმელი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.
100 გ
ხახვის თხიერი ექსტრაქტი……..10 გ
ნიორის თხიერი ექსტრაქტი….   2 გ
გაფილტრული თაფლი………..  80 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი, დისტილირებული წყალი, ალკოჰოლის შემცველობა 4-6%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობის სახით როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატული, ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
ცეპასმელი შეიცავს 80% გაფილტრულ თაფლს, რომლის არსებობა აძლიერებს პრეპარატის ანტიბაქტერიულ და საერთო მატონიზირებელ მოქმედებას, მაგრამ არ აუმჯობესებს სიროფის გემოს ხარისხს.

ჩვენებები:
ქრონიკული ბრონქიტი;
კატარული ანგინა;
ლარინგიტი;
გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადება;
ბაქტერიული სტომატიტი.

მიღების წესი და დოზირება:
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2  დოზირებული ხუფით (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:
* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.
ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, ამიტომ მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook