ცეპასტილი – CEPASTIL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: მუქი ფერის ფლაკონში 125 გ დოზირებული ხუფით.
100 გ
ხახვის თხევადი ექსტრაქტი………    10 გ
ნიორის თხევადი ექსტრაქტი……..    2 გ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვანილის არომატი და დისტილირებული წყალი, ნიორის გამონაწვლილი შეიცავს გოგირდის შენაერთებს, მათ შორის ალიცინს, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატული თვისებები. 1 გ პრეპარატი ავლენს არანაკლებ 20 სე ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატულ აქტივობას.
პრეპარატი შეიცავს 4-6% ალკოჰოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეპასტილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნიორისა და ხახვის ექსტრაქტებს, რომლებსაც გააჩნიათ გოგირდის შენაერთები (მათ შორის ლიცინი) და რომლებსაც ეწოდებოდათ “მცენარეული ანტიბიოტიკები”. მათ გრამდადებითი ბაქტერიებისა და პათოგენური საფუარას მსგავსი სოკოების მიმართ გააჩნიათ ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატული მოქმედება. პრეპარატის დამამშვიდებელი, ანტისკლეროზული და ნაღვლმდენი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ნიორისა და სულფაქსიდის S-მეთილ-1-ცისტეინსულფოქსიდის არსებობით.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები განაპირობებენ აგრეთვე სიროფის ზოგად მატონიზირებელ მოქმედებას.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს და სასუნთქი გზების ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ქრონიკული ბრონქიტი, კატარული ანგინა, ლარინგიტი, გაცივებით გამოწვეული (გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება) დაავადებები, ბაქტერიული სტომატიტი.
პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება:
6 წლის ზევით ასაკის ბაშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია.
ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-350C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook