ცეტამოლი სუპოზიტორიები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი)

შემადგენლობა:
ცეტამოლის ყოველი სუპოზიტორია შეიცავს პარაცეტამოლს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს და ნახევრად სინთეზურ გლიცერიდებს, როგორც დამხმარე საშუალებას.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

ფარმაკოლოგია:
პარაცეტამოლი არის პარა – ამინოფენოლის წარმოებული ანალგეზიური და სიცხის დამწევი თვისებებით და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ანალგეზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი, მაგრამ იგი შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რაც განაპირობებს მის ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებას.
პარაცეტამოლი ანალგეზიურ და სიცხის დამწევ საშუალებებს შორის ყველაზე სასურველი არჩევანია, განსაკუთრებით იმ ბავშვებისათვის, რომლებისთვისაც უკუნაჩვენებია სალიცილატები (რეიეს სინდრომის რისკის გამო) ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
პარაცეტამოლი უფრო ნაკლებად აღიზიანებს კუჭს, ვიდრე ასპირინი. პარაცეტამოლი არ ახდენს ზემოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციასა და სისხლდენის დროზე, როგორც ასპირინი. პარაცეტამოლი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება აცეტილსალიცილმჟავას მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტების მიერ.

ფარმაკოკინეტიკა:
პარაცეტამოლი კარგად შეიწოვება როგორც ორალური, ასევე რექტალური გზებით გამოყენებისას. უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები ვლინდება დაახლოებით 2-3 საათში რექტალურად გამოყენების შემდეგ. პარაცეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს. პარაცეტამოლი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლით და გამოიყოფა შარდში უმთავრესად გლუკორონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით. 5%- ზე ნაკლები ექსკრეტირდება, როგორც უცვლელი პარაცეტამოლი.
ჩვენებები:
სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვებში ინფექციებისა და სხვა ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით.
გამოიყენება როგორც ანალგეზიური საშუალება ზომიერი და საშუალო სიმძიმის ტკივილის დროს (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მიალგია, ნევრალგია, ტრავმის შედეგად განვითარებული ტკივილი).
ცეტამოლის სუპოზიტორიები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ პარაცეტამოლის პერორალური ფორმით მიღება, მაგ. ოპერაციის შემდგომ ან გულისრევისა და პირღებინებისას.

უკუჩვენებები:
* დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის ან სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ.
* ანამნეზში ალერგიის არსებობისას.
* გლუკოზ -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას ნაკლებობისას.
* თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობისას.

სიფრთხულის ზომები:
ცეტამოლის სუპოზიტორიების კომბინირება პარაცეტამოლის შემცველ სხვა ანალგეზიურ პრეპარატებთან დაუშვებელია. პარაცეტამოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰეპატოტოქსიკურობისა და ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკის გამო. თუ სიმპტომები გრძელდება 3-5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. 3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის კონსულტაციით.
სუპოზიტორიები არ გამოიყენება დიარეის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვარფარინისა და სხვა კუმარინების ანტიკოაგულატური მოქმედება შეიძლება გაუმჯობესდეს პარაცეტამოლის ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენებისას სისხლდენის მომატების რისკით. პერიოდული მიღებისას მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნება.
პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ღვიძლისმიერი მიკროსომური ფერმენტების ინდუცირებას, როგორიცაა სპირტი, ბარბიტურატები და სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ზრდიან პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობას,  განსაკუთრებით ჭარბი დოზის მიღებისას. ფერმენტის მაინდუცირებელი სხვა სუბსტანციები, მაგ. რიფამპიცინი და კრაზანა, ასევე განაპირობებენ პარაცეტამოლის კონცენტრაციების დაწევას.
ბეტაბლოკატორები, განსაკუთრებით პროპრანოლოლი, აქვეითებს პარაცეტამოლის თირკმლისმიერ ექსკრეციას და აძლიერებს მის ეფექტებს.

არასასურველი რეაქციები:
თერაპიული დოზებით მიღებისას არასასურველი რეაქციები იშვიათად ვლინდება და ისინი ძირითადად ზომიერი ხასიათისაა. აღინიშნება გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი, ჰემატოლოგიური რეაქციები, მათ შორის თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. იშვიათად კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დოზირება და მიღების წესი:
3-5 თვე – 80 მგ სუპოზიტორიები
6 თვე – 3 წელი – 150 მგ სუპოზიტორიები
4-10 წლის – 325 მგ სუპოზიტორიები
ცეტამოლის სუპოზიტორიების გამოყენება რეკომენდებულია დეფეკაციის ან კუჭ – ნაწლავის ოყნით გაწმენდის შემდეგ.
საშუალო ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე და შეადგენს კგ სხეულის წონაზე 10-15 მგ – ს. დოზის გამეორება შეიძლება დღეში 3-4- ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ – ს სხეულის კგ წონაზე.
აღნიშნული დოზა შეიძლება განმეორებით იქნას გამოყენებული ყოველ 4-6 საათში, თუმცა არაუმეტეს დღეში 4- ჯერ.
ტემპერატურის დასაწევად პარაცეტამოლის გამოყენება დასაშვებია მხოლოს 3 დღის განმავლობაში, ხოლო ტკივილი მოსახსნელად – 5 დღის განმავლობაში.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზების გადამეტება.

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში – გულისრევა, პირღებინება, ანორექსია და ტკივილი მუცლის არეში. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ 12-18 საათში, ხოლო კლინიკური სიმპტომები ზოგადად პიკს აღწევს 4-6 დღის შემდეგ.
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების მართვისათვის მნიშვნელოვანია მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. სერიოზული ადრეული სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს საავადმყოფოს. ისეთი ანტიდოტები, როგორიცაა აცეტილცისტეინი და მეთიონინი იცავენ ღვიძლს მოწამვლიდან მათი 10-12 საათის განმავლობაში გამოყენებისას; აცეტილცისტეინი ეფექტურია პარაცეტამოლის ჭარბი დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ასევე გამოყენებული უნდა იყოს ზოგადი დამხმარე ზომები.

შეფუთვა;
შეფუთვაში მოთავსებულია 10 სუპოზიტორია.

შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 250C – ზე.

ვარგისიანობის ვადა;
3 წელი

წამლის ფორმა: რექტალური სუპოზიტორია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Medical Horizon Ltd.Masis Station, Masis 0802, Republic of Armenia

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook