ცეფორტი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა:
ცეფორტი 250მგ: ერთი ამპულა შეიცავს ცეფტრიაქსონის ნატრიუმს, რაც 250მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია
ცეფორტი 500გ: ერთი ამპულა შეიცავს ცეფტრიაქსონის ნატრიუმს, რაც 500მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია
ცეფორტი 1გ: ერთი ამპულა შეიცავს ცეფტრიაქსონის ნატრიუმს, რაც 1გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია
ცეფორტი 2გ: ერთი ამპულა შეიცავს ცეფტრიაქსონის ნატრიუმს, რაც 2გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია

ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი ინექციისათვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არის მე-3 თაობის ნახევრად-სინთეზური ფართო სპექტრის ცეფალოსპორინი, რომელსაც გააჩნია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ბეტა-ლაქტამაზების, პენიცილინაზების, ცეფალოსპორინაზების მიმართ რეზისტენტული მოქმედება. ცეფტრიაქსონი იშლება კუჭის წვენის მოქმედებით, ამიტომ აქტიურია მხოლოდ პარენტერალური მიღებისას. მას გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. სხვა პენიცილინების მსგავსად, ეკვრის ზოგიერთ პროტეინს და აჩერებს ბაქტერიული უჯრედის კედლის წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები:
ცეფორტი რეკომენდებულია საშუალო და მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა:
* რესპირატორული ტრაქტის ინფექციები;
* კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
* ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები;
* შარდ–სასქესო გზების ინფექციები;
* გონორეა (არაგართულებული);
* მცირე მენჯიოს ღრუს ინფექციები;
* აბდომინალური ინფექციები;
* ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
* სეპტიცემია;
* მენინგიტი;
* პოსტ-ოპერაციული ინფექციების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი:
ცეფორტი გამოიყენება ინტრამუსკულარული ან ინტრავენური ინექციით.
მოზრდილებში:
ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 1-2გ ცეფორტი დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში) ან დაყოფილი ორ თანაბარ დოზად ინფექციის სახეობისა და ხარისხის მიხედვით. მწვავე შემთხვევებში, ცეფორტის დოზა შეიძლება გაიზარდოს 4გ-მდე დღეში ერთხელ. როდესაც გონოკოკის ინფექციები არ არის გართულებული, დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ ერთი დოზა 250 მგ. პოსტ-ოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის – ერთი დოზა 1გ ინტრავენურად.
ბავშვებში:
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს: დღეში 50-75 მგ ერთ სხეულის წონაზე ერთ დოზად ან ორ თანაბარ დოზად. დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ცეფტრიაქსონის 2 გრამს.
მენინგიტი: დღეში 100მგ ერთ სხეული წონაზე, დღიური დოზები შეიძლება მიღებულ იქნეს დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში) ან უნდა დაიყოს დოზებად ორ ინექციად ყოველ 12 საათში.
ცეფორტით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48 საათი მას შემდეგ, რაც გაივლის ინფექციის ყველა ნიშანი და სიმპტომი. თერაპიის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 4-დან 14 დღემდე. მენინგიტის დროს 7-დან 14 დღემდე. მწვავე ინფექციების დროს თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს.

უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, სისხლდენა, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი ან კოლიტი, დაკავშირებული ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებასთან, ორსულობა, ძუძუთი კვება.

გვერდითი მოვლენები:
დიარეა, გულისრევა, პირღებინება, სტომატიტი და გლოსიტი; ფსევდომემბრანული კოლიტი, კრეატინინის მომატება, გლუკოზურია, შარდში ცილინდრები, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია; თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, იშვიათად ჰემოლიზური ანემია, ნეიტროპენია, ლიმფოპენია; თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია კანდიდოზი, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ცხელება, შრატისმიერი დაავადება, ბრონქოსპაზმი, ეოზინოფილია, მრავალფორმიანიექსუდაციური ერითემა, ანაფილაქსური შოკი.
ადგილობრივი რეაქციები: ინტრავენური ინექციის ადგილზე შეასაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი.

განსაკუთრებული მითითებანი:
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოიჩენაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან პენიცილინის მიმართ (5-10% აქვს იმუნოლოგიური ჯვარედინი რეაქცია ცეფალოსპორინების მიმართ). ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით, ვინაიდან შესაძლო ალერგიული რეაქცია იყოს უკიდურესად მწვავე. ნებისმიერი სახის რეაქციის გამოვლენისას ცეფორტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ჩვეულებრივ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო ცეფორტის დოზის შემცირება. თუმცა, პაციენტებში მწვავე თირკმლისა (მათ შორის პაციენტები დიალიზით) და ღვიძლის დისფუნქციით უნდა მოხდეს დოზის დარეგულირება და არ უნდა დაინიშნოს დიდი დოზები. მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს ცეფორტის პლაზმის კონცენტრატები.
ცეფორტით მკურნალობისას პაციენტებში K ვიტამინის ნაკლებობით უნდა კონტროლდებოდეს პროთრომბინის დრო.
ნატრიუმის შემცველობის გამო (3.6 mEq ნატრიუმი ცეფტრიაქსონის ერთ გრამში) რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება ჰიდროსალინის შეკავების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აძლიერებს ამინოგლიკოზიდების ეფექტს ბევრი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ზრდიან სისხლდენის შანსს, მარყუჟოვანი დიურეტიკები და ნეფროტოქსიური პრეპარატები – არღვევენ თირკმელების ფუნქციას. ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში 200C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ANTIBIOTICE S.A., Romania

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook