ციანოკობალამინი – CYANOCOBALAMIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციანოკობალამინი/
CYANOCOBALAMIN    

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები; B12 ვიტამინი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0.02%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ციანოკობალამინი……. 200 მკგ
საინექციო ხსნარი 0.05%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ციანოკობალამინი……  500 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
როგორც მეთილმალონილ -CoA-იზომერაზას ჯგუფის ნაერთი, ვიტამინი B12 საჭიროა რათა პროპიონის მჟავა გარდაქმნას სუქცინის მჟავად. გარდა ამისა B12 და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობენ ლაბილური მეთილის ჯგუფის რეგენერაციაში, რისი გადატანაც ხდება სხვა მეთილის “მიმღებზე” ტრანსმეთილირების საშუალებით. შესაბამისად ვიტამინი ზეგავლენას ახდენს ნუკლეინის მჟავის სინთეზზე. ეს განსაკუთრებით ეხება ჰემოპოეზის პროცესში და სხეულის სხვა უჯრედების მომწიფების პროცესს.
ვიტამინის საჭიროება:
თერაპიული მიზნებისთვის ვიტამინი B12 გამოიყენება ციანოკობალამინის, ჰიდროქსოკობალამინის და ჰიდროქსოკობალამინის აცეტატის სახით. ორივე ფორმა წარმოადგენს პროდრაგს, რომელიც ორგანიზმში უნდა გარდაიქმნას მის აქტიურ ნივთიერებებად – მეთილკობალამინად და 5-ადენოზილ კობალამინად.
ადამიანს არ შეუძლია ვიტამინი B12-
ის სინთეზი, შესაბამისად მის მარაგს იღებს საკვებიდან. ღვიძლი, თირკმელი, გული, თევზი, ხამანწკა, რძე, კვერცხის გული და ხორცი წარმოადგენენ ვიტამინი B12-
ის შემცველ ნივთიერებებს.
ვიტამინი B12 ძირითადად აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან შინაგან ფაქტორთან ბმული სახით. ეს არის გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოიქმნება კუჭში. შეიწოვება მხოლოდ დაახლოებით 1 მკგრ ანუ ვიტამინი B12- ის საჭირო დღიური რაოდენობა.
ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები:
თუ ვიტამინი B12-ს აბსორბცია წლების განმავლობაში შეფერხებულია ან შეწყვეტილია, ასეთ შემთხვევაში დეფიციტის სიმპტომები ვლინდება, როდესაც პლაზმაში მისი კონცენტრაცია ეცემა 200 პგრ/მლ-ზე დაბლა. სისხლის ანალიზში ყოველთვის ჩანს ცვლილებები, რაც ვლინდება მეგალობლასტური ანემიის სახით. ნევროლოგიური სიმპტომები მოიცავს მოვლენებს როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ.
პოლინეიროპათიის სიმპტომებთან ერთად შესაძლებელია გამოვლინდეს დარღვევები ზურგის ტვინის მხრივ და ფსიქოლოგიური სახის დარღვევები. ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება არასპეციფიკური სიმპტომების სახით, მაგალითად დაღლილობა და სიფერმკრთალე, ხელებში და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება, სიარულის დარღვევა და ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვისას.
ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი B12 აბსორბირდება 2 გზის საშუალებით:
1. ვიტამინი B12 აქტიურად აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან შინაგან ფაქტორთან ბმული სახით. ვიტამინი B12 ტრანსპორტირდება ქსოვილებისკენ ტრანსკობალამინებთან ერთად. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება პლაზმის ბეტა გლობულინებს.
2. ვიტამინს შეუძლია შინაგანი ფაქტორისგან დამოუკიდებლად პასიური დიფუზიის საშუალებით ტრანსპორტირდეს სისხლში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ლორწოვანი გარსიდან. თუმცა სისხლში შეიწოვება შიგნით მიღებული დოზის მხოლოდ 1-3 %.
პაციენტის ჯანმრთელ დედ-მამიშვილებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ პერორალურად მიღებული დოზიდან (5 მკგრ-ზე მეტი) მაქსიმუმ 1.5 მიკროგრ. აბსორბირდება შინაგანი ფაქტორის საშუალებით. პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებში გამოვლინდა, რომ 100 მკგრ ან მეტი დოზის მიღების შემდეგ ვიტამინი B12- ის აბსორბციის სიჩქარე შადგენს 1%-ს.
– ვიტამინი B12 ინახება სხეულის სამარაგო ადგილებში, რომელთაგან ღვიძლი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს. ვიტამინი B12- ის დღიური ნორმა ძალიან დაბალია და შეადგენს დაახლოებით 1 მიკროგრამს, ხოლო დღეში იშლება 2,5 მკგრ. ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაალოებით ერთ წელს. ამ პერიოდის განმავლობაში გარდაიქმნება ვიტამინი B12- ის 2.55 მკგრ დღეში ან ან სხეულში არსებული მთლიანი მარაგის 0.05%. ვიტამინი B12ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით და 1 მკგრ-ს გამოკლებით იგი რეაბსორბირდება ენტერო-ჰეპატური ცირკულაციის შედეგად. თუ სხეულში შევა ვიტამინის საჭიროზე მაღალი კონცენტრაცია (განსაკუთრებით პარენტერალური დოზით), ასეთ შემთხვევაში მისი ელიმინაცია ხდება შარდის საშუალებით.
სისხლის პლაზმის დონის საშუალებით ხდება ვიტამინი B12- ის სამარაგო რაოდენობის განსაზღვრა. თუ ჯანმრთელ ორგანიზმში მთლიანად ამოიწურება ვიტამინი B12- ის მარაგი, მის აღსადგენად საჭიროა 3-5 წელი.
– 0.1-1 მგ ციანოკობალამინის ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50%-90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში შარდის საშუალებით. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პრეპარატი უფრო სწრაფად გამოიყოფა შარდის გზით.
ჩვენებები:
ვიტამინი B12- ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია, რომელიც არ სწორდება საკვების საშუალებით.
ვიტამინი B12- ის დეფიციტი შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ დავადებებთან:
– ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია (პერნიციოზული ანემია, ბირმერის დაავავდება, ადისონის ანემია;
ზემოხსენებული დაავადების დროს შესაძლებელია დარღვეული იყოს ერითროციტების მომწიფების პროცესი); – ფუნიკულარული მიელოზი (ზურგის ტვინის დაავადება),
სისხლის ანალიზის შედეგად დიაგნოსტირებული ვიტამინი B12- ის დეფიციტი შესაძებელია დაკავშირებული იყოს შემდეგ დაავადებებთან:
– წლების განმავლობაში შეზღუდული საკვების მიღება (მაგალითად ვეგეტარიანული საკვები);
– მალაბსორბცია (ნაწლავიდან ვიტამინი B12- ის შეწოვის დარღვევა):
– შინაგანი ფაქტორის (ცილა, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ლორწოვანში და საჭიროა ვიტამინი B12- ის აბსორბციისთვის) არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა;
– მლივი ნაწლავის (წვრილი ნაწლავის ნაწილი) ტერმინალური ნაწილის დაავადება, მაგალითად სპრუ.
– თევზის ჭია ან
– ბრმა მარყუჟის სინდრომი (ნაწლავის ბლოკადა კუჭის ოპერაციის შედეგად).
– ვიტამინი B12- ის ტრანსპორტირების თანდაყოლილი დარღვევა.
მიღების წესები და დოზები:
თუ არ არის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში ვიტ-B12- დენკი 3000-ის ინექცია მიიღება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად:
დიაგნოზის მიხედვით საწყისი დოზა პირველ კვირებში შეადგენს 1 მლ (1/2 ამპულა) ვიტ -B12- დენკი 3000-ის ინექციას, 2-ჯერ კვირაში (ექვივალენტური კვირაში 3000 მკგრ ციანოკობალამინისა).
თუ დადასტურდა ვიტამინი B12- ის მალაბსორბცია, ასეთ შემთხვევაში ინიშნება 100 მიკროგრ. ციანოკობალამინი ერთჯერ თვეში.
ვიტ -B12-დენკი 3000-ის ინექცია ჩვეულებრივ ინიშნება ინტრამუსკულარული ინექციის სახით (ინექცია კეთდება კუნთში). თუმცა მისი შეყვანა შესაძლებელია ნელი ინტრავენური ან კანქვეშა ინექციის (ინექცია ვენაში ან კანის ქვეშ) სახით. ვიტ-B12- დენკი 3000-ის ინექცია განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ამის შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები (აკნე და პრეპარატის მიერ გამოწვეული ეკზემა და ურტიკარია) და ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური და/ან ანაფილაქსიური რეაქციები).
თუ გამოვლინდა სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ასეთ შემთხევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება:
ვიტ-B12- დენკი 3000-ის ინექცია უკუნაჩვენებია პირებისთვის, რომლებიც ალერგიულნი არიან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მნიშვნელოვანი გართულებები:
არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი B12- ის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 4 მიკროგრ-ს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაღალი დოზა არ მოქმედებს უარყოფითად ნაყოფზე.
ვიტამინი B12- გადადის დედის რძეში.
ჭარბი დოზირება:
ინტოქსიკაციის და დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა;
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა:
მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს მკურნალობის ეფექტურობას. ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ვიტამინი B12-ს ინაქტივაცია.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება