ციკლოდერმი – CICLODERM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციკლოპიროქსის ოლამინი/
CICLOPIROX OLAMINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 1%: ტუბში 15 გ
1 გ
ციკლოპიროქსის ოლამინი…..  10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა) ობის და სხვა სახეობების სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ციკლოდერმი ხასიათდება კარგი ამტანობით.
ჩვენებები:
კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.
თუ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
* ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში.
◄ ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება.
◄ დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook