ცინარიზინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ცინარიზინი/CINNARIZINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: Ca2+ არხების ბლოკატორი; ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ცინარიზინი……..    25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი (პოლლიდონ 25).

ჩვენებები:
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (რეინოს სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კუნთების სპაზმი);
ცნს-ში სისხლის მიმოქცევის დარღვევა მაგ., ხერხემლის ბაზალურ არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
იშემიური სინდრომები ოფთალმოლოგიაში;
კინეტოზის დროს პროფილაქტიკის მიზნით.
ლაბირინთული დარღვევისას (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისრევა, ღებინება), მაგალითად მენიერის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ჭამის დროს.
თავბრუსხვევისა და იშემიური ხასიათის სხვა დარღვევების დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით 3-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა შეადგენს 75 მგ-ს). მკურნალობის დასაწყისში დასაშვებია პრეპარატის მიღება ორმაგი დოზით.
კინეტოზის პროფილაქტიკის დროს პრეპარატი გამოიყენება 1 ტაბლეტის ოდენობით მგზავრობამდე 2 სთ-ით ადრე, ხოლო შემდგომში მგზავრობისას 1 ტაბლეტი ყოველ 8 სთ-ში.
მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, აკომოდაციის მოშლა, დიზურია.
იშვიათად ვითარდება საერთო სისუსტის სიმპტომები, გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, კანზე ალერგიული რეაქციები.
პრეპარატის ხანგრძლივად და 150 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები და არტერიული წნევის დაქვეითება.
იშვიათად აღინიშნება: თავის ტკივილი, სხეულის წონის მომატება, გაძლიერებული ოფლდენა. ბრტყელი ლიქენის განვითარება, კანის ლუპოიდური ცვლილება და ქოლესტაზური სიყვითლე. ინტენსიური, არასასურველი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* პარკინსონის დაავადება ან სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები;
* აგზნებით მიმდინარე ფსიქიური დარღვევები;
* ცინარიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
◄პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელი თავბრუსხვევის გამო პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, პილოროსტენოზის დროს, აგრეთვე გლაუკომით, ეპილეფსიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ პაციენტებში.
◄ ცინარიზინის გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ცინარიზინი აძლიერებს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე:
– დამამშვიდებელი, საძილე, ანქსიოლიზური საშუალებები და ალკოჰოლი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook