ცინკოკელ D3 (ნატუროპათი) / Zinkokehl D3 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
Zinkokehl D3 _ ცინკოკელ D3 წვეთები

შემადგენლობა
1 მლ ნარევი 16 HAB-ის მიხედვით შეიცავს: Zincum gluconicum D3-ის 0,08 მლ ხსნარი HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB –Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: 0,92 მლ 15%-იანი ეთანოლი.

ჩვენება
თუთიის ნაკლებობის მდგომარეობები:
– მოტეხილობები, ძვლების ზრდის შეფერხება, ძვლების შეზრდის შეფერხება
– კოქსართროზი, ფსევდოართროზი, რევმატიული ართრიტის ტიპის პათოლოგიები,
ფსორიაზული ართრიტი
– კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა, აკნე, ჭრილობების შეხორცების შეფერხება, დამწვრობები
– ვეგეტატიური დისფუნქციები
– დისბიოზი და, როგორც მისი შედეგი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი
– შაქრიანი დიაბეტი
– ვენების დაავადებები, როგორიცაა თრომბოზი და წვივის წყლულები

თვისებები
თუთია ჩვენი სხეულის მინერალურ ბალანსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუთიის პერსისტიური ნაკლებობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მძიმე დარღვევები და დაავადებები, როგორიცაა
– ზრდაში მკვეთრად ჩამორჩენა, ზოგადი განუვითარებლობა, თირკმლების და კანის დაზიანებები. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები – როგორც თუთიის ნაკლებობის შედეგები, პრეპარატ Zinkokehl-ით მკურნალობას კარგად ექვემდებარება. თუთიის ნაკლებობა შესაძლოა განვითარდეს ცალმხრივი ან
არაბალანსირებული კვების შედეგად. ნაწლავთა ობლიგატური ანაერობული ფლორის დარღვევები, ე.ი. Bakteroides და Bifidus არარსებობა (როგორც პირველადი, ასევე მეორადი ნაწლავური დარღვევების
80%-ის მიზეზი), ასევე წარმოადგენს თუთიის გამოხატული ნაკლებობის მიზეზს. Sanum-Kehlb-ის Zinkokehl პირველი თუთიის პრეპარატია, რომელიც ჰომეოპათიურად პოტენცირებულ თუთიის გლუკონატს შეიცავს. ამიტომ Zinkokehl შესანიშნავ შედეგებს იძლევა პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების დროსაც.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში ან ყოველ საათში, დღეში არაუმეტეს 6-ჯერ. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს: მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Zinkokehl წვეთების მიღება, სპირტის შემცველობის გამო, საჭიროა ექიმის კონსულტაციის შემდეგ

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენება არ არის. ბავშვებში დოზის შერჩვეა ხდება ასაკის შესაბამისად.

მითითება
ეს პრეპარატი შეიცავს 20 % სპირტს (ეთანოლს)
გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ, 30 მლ და100 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook