ცისტენალი – CISTENAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიოტროპული სპაზმოლიტური საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, აქვს  ზომიერი სპაზმოლიტური, ანთებისსაწინააღმდეგო და დიურეტული მოქმედება. შარსადენების გლუვ კუნთებს ადუნებს და აადვილებს მცირე ზომის კონკრემენტების გამოყოფას. ხელს უწყობს ასევე შარდოვანი კონკრემენტების დაქუცმაცებას, რომლებიც შეიცავენ Ca2+ и Mg2+-ს.
ჩვენებები:
ნეფროუროლითიაზი, კრისტალლურია, თირკმლის ჭვალი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პიელონეფრიტთან ერთად ან/და თირკმლის უკმარისობასთან ერთად), კუჭისა და 12გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში).
გვერდითი მოვლენები:
გულძმარვა, ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზები:
შიგნით, 3-5 წვეთი 3-ჯერ დღეში, წყალში ან შაქარზე, ½ საათით ადრე ჭამამდე. ხშირი რეციდივებისას შეიძლება გარკვეული ხნით გავზარდოთ დოზა 10 წვეთამდე 3-ჯერ დღეში. მომატებული კუჭის წვენის მჟავიანობის დროს ცისტენალს ღებულობენ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისას ამატებენ აციპეპსოლს.
განსაკუთრებული მითითებები:
მაგნიუმ სალიცილატი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეაღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ცისტენალის მიღება არ შეიძლება თირკმელის ჭვალის შეტევის დროს (უმჯობესია სპაზმოცისტენალის გამოყენება ან უფრო ეფექტური სპაზმოლიტიკური საშუალებები ინექციისათვის).
სამკურნალწამლო ფორმა: შიგით მისაღები წვეთები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook