ცისტიუმი სოლიდაგო – CYSTIUM SOLIDAGO

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ოქროწკეპლას ექსტრაქტი/ SOLIDAGINIS GIGANTEAE HERBA

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის:ფლაკონში 100 მლ
1 მლ
მცენარე ოქროწკეპლას მშრალი ექსტრაქტი…. 500 მკგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის დიურეტიკული პრეპარატი, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და გარკვეულწილად სპაზმოლიტური მოქმედებით მასში ფლავონიდების, საპონინების და ფენოგლიკოზიდის შემცველობის გამო.
ჩვენებები:
შარდის გამომტანი გზების ინფექციურ–ანთებითი დაავადება (მათ შორის, ნეფროუროლითიაზის ფონზე).
მიღების წესი და დოზირება:
შინაგანად, ჭამამდე 5 მლ 2–4–ჯერ დღეში. რეკომენდებულია ჭარბად წყლის დაყოლება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, გულისა და თირკმლისმიერი შეშუპებები.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
თირკმელების დაავადებისას პრეპარატის მიღება საჭიროა კომბინირებული თერაპიის სახით.
მწარმოებელი: PHARMA WERNIGERODE

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook