ციტომიქსი (ნატუროპათი) / CITOMIX (Naturopath)

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სხვა კომპლექსურ იმუნურ პრეპარატებთან ერთად CITOMIX თანამედროვე პრეპარატია, რომელიც შექმნილია ჰომეოპათიის, იმუნოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის ცოდნის საფუძველზე.
პოტენცირებული ციტოკინების და ჰომეოპათიური ნივთიერებების კომბინაციის გამო პრეპარატი არასპეციფიური იმუნიტეტის სტიმულატორია, იმუნოკორექტორია, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
პრეპარატის კლინიკური თვისებები მისი თერაპიის სქემებში გამოყენების საშუალებას იძლევა:
– მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
– მძიმე მორეციდივე ვირუსული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე თერაპიის ძირითადი საშუალება.

შემადგენლობა
GCSF 4CH/9CH/15CH/30CH, IL4 4CH, IL1 5CH, IL2 5CH/7CH, IL67CH/9CH/15CH, Interferon gamma 4CH, Vasa lymphatica suis 4CH, Vaccinium vitis D3, Ananassa sativa D3, Centella asiatica D3, Medulla ossis suis 4CH, Thymuline 4CH.

ჩვენებები
არასპეციფიური იმუნური პასუხის გაძლიერება. ვირუსული ინფექციების მკურნალობა.
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა.
შეფუთვა, დოზირება
ტუბი შეიცავს 4 გრამ გრანულებს.
მწვავე რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში: 3 გრანულა ერთჯერ დღეში, ორი კვირის განმავლობაში.
ვირუსული ინფექციების მკურნალობა: 10 გრანულა ერთჯერ დღე-ში, სამი დღის განმავლობაში; შემდეგ 3-5 გრანულა ორჯერ დღეში
5-7 დღის განმავლობაში.
მძიმე ვირუსული ინფექციების მკურნალობისას – 5 გრანულა ორჯერ დღეში, 21 დღის განმავლობაში. 21 დღის შემდეგ სქემას იმეორებენ.
სულ – სამი ციკლი.

დანიშვნის სქემები
მწვავე რესპირაციული ინფექცია + ხველა:  Citomix + GUNA-Flam + GUNA-Cough.  კურსი 14 დღე.
მწვავე რესპირაციული ინფექცია + რინიტი:Citomix + GUNA-Rhino Nose Spray. კურსი 14 დღე.
ხშირი მწვავე რესპირაციული ინფექციები მოზრდილებსა და ბავ შვებში: Citomix + Uncastim. კურსი 2 თვე.
ხშირი მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს სასურველია პრეპარატით Eubioflor-ით ნაწლავის ბიოცენოზის მარეგულირებელი
თერაპიის ჩატარება, 2 თვის განმავლობაში.
გრიპი: Citomix + GUNA-Flu. კურსი 1 თვე.
A, B, C ჰეპატიტების მკურნალობის კომპლექსურ სქემებში: Citomix + GUNA-Liver. კურსი 3 თვე.
ქრონიკულ სტადიაში ჰერპესის ვირუსის მკურნალობის კომპლექსურ სქემაში: Citomix + GUNA-TF Herpes. კურსი 2-4 თვე.
ქრონიკულ სტადიაში პაპილომატოზის ვირუსის მკურნალობის კომპლექსურ სქემაში: Citomix + GUNA-TF Papilloma. კურსი 2-4 თვე.
გამოშვების ფორმა: ტუბი #2
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA,  იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook