წყალბადის ზეჟანგი / Hydrogen Peroxide

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hydrogen peroxide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები
შემადგენლობა 100 მლზე:
მოქმედი ნივთიერება: წყალბადის ზეჟანგი სამედიცინო – 7,5-დან 11 გ-მდე, საწყის პრეპარატში წყალბადის ზეჟანგის შემცველობიდან გამომდინარე (ექვივალენტურია წყალბადის ზეჟანგის შემცველობის – 3 გ)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული წყალი
აღწერა: უფერო, გამჭირვალე, უსუნო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტისეპტიკური საშუალება ოქსიდანტების ჯგუფიდან. წყალბადის ზეჟანგის კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).
ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.
დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.
მიღების ჩვენებები
ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანი ჭრილობები, ზედაპირული ჭრილობებიდან კაპილარული სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან. დეზინფექციისა და დეზოდორირებისათვის: სტომატიტი, ტონზილიტი, გინეკოლოგიური დაავადებები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელიბა.

გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის 3% ხსნარის სახით. ადგილობრივად (ლორწოვან გარსებზე) 0,25% ხსნარის სახით. 0,25% ხსნარის მისაღებად, პრეპარატს ხსნიან წყალში შეფარდებით 1:11. არ გამოიყენოთ განუზავებელი ხსნარი ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად!
კანის, ან ლორწოვანი გარსის დაზიანებულ უბნებს ამუშაებენ ბამბის, ან დოლბანდის ტამპონით, რომელიც დასველებულია პრეპარატის ხსნარში. ტამპონი უნდა გეჭიროთ პინცეტით! შეიძლება ჭრილობის ნაკადით ირიგაცია.

გვერდითი მოვლენები
ჭრილობის დამუშავებისას წვა, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდირებული არ არის პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.
თავი აარიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას!
არ გამოიყენოთ ღრუების ირიგაციისათვის!
არასტაბილურია ტუტე გარემოში, მეტალების ტუტეების არსებობისას, ზოგიერთი ოქსიდანტის რთული რადიკალების, ასევე სინათლეზე და სითბოში.
წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარით ჭრილობის დამუშავება არ იძლევა ტეტანუსით და ჭრილობის სხვა ინფექციებით დაინფიცირების თავიდან აცილების გარანტიას.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15-დან 25c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 3 % 100 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Lark Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook