ჭუპა – ჭუპა / CHUPA – CHUPA

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ორკბილას ბალახი /herba bidentis
შემადგენლობა
სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.

გ/100მლ
აქტიური სუბსტანცია:
ორკბილას ბალახი (Herba bidentis) _ 100,0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 15მლ,
გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით
100,0გ ექსტრაქტის მისაღებად;
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც განპირობებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდური ნაერთებით (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავი ნივთიერებებით, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც.
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ჩვენებები
გარეგანი გამოყენებისთვის.
• ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
• ეგზემა;
• ფსორიაზი;
• ფურუნკული;
• პიოდერმია.
მიღების წესები და დოზები
ყურადღება!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
აბაზანის მოსამზადებლად,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ წყალში.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15_25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 100მლ გარეგანი გამოყენების ექსტრაქტი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook