ხილაკ ფორტე – HYLAC FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები; საშუალებები ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის;
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები დასალევად, ფლაკონში, 30 მლ. შემადგენლობა (გათვლილია 100 მლ-ის მიხედვით) – 100 მლ შეიცავს:
Escherichia coli DSM 4087……………………………. 24,9481გ,
Streptococcus faecalis DSM 4086 …………………  12.4741გ,
Lactobacillus acidophilus DSM 4149 ……………….  12.4741გ,
Lactobacillus helveticus DSM 4183 ……………….   49,8960გ.
ასევე: ფოსფოსმჟავა ნატრიუმი, ფოსფორმჟავა კალიუმი, ფოსფორმჟავა (85%), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა (90%).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი ფუნქცია. აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ასტიმულირებს ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედების სინთეზს, არეგულირებს pH, წყალ-მარილოვან ცვლას ნაწლავის სანათურში.
ჩვენებები:
წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ);
საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია;
დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო- და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა);
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები;
კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა);
სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).
უკუჩვენებები:
* დადგენილი არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
შესაძლებელია, ექიმის ნებართვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედებები:
ალერგიული რეაქციები (შესაძლოა გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება); საჭმლის მომნელებელი ტრაქტი (ყაბზობა, დიარეა).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ანტაციდური პრეპარატების გავლენით შესაძლოა განეიტრალდეს რძემჟავა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის.
დოზირება:
შიგნით მისაღებად; ჭამამდე ან ჭამის დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (რძის გარდა), 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში – 40-60 წვეთი ერთ მიღებაზე;
ბავშვებში 20-40 წვეთი ერთ მიღებაზე;
წლამდე ასაკის ბავშვებში – 15-30 წვეთი ერთ მიღებაზე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლოა შევამციროთ 2-ჯერ.
სიფრთხილის ზომები:
არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთდროული მიღება.
შენახვის ვადა და პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 4 წელი.
მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook