ხიმკოლინი – HIMCOLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოტენციის სტიმულატორი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლსავსეობის ხარჯზე მიიღწევა ერექციის მომატება.
ჩვენება:
* მამაკაცებში სხვადასხვა ეთიოლოგიის სექსუალური მოშლილობა.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
კანის ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი. კრემი დააქვთ სასქესო ორგანოზე ან ბოქვენზე (სქესობრივ კონტაქტამდე 1 სთ–ით ადრე) და შეზელვა ხდება მსუბუქი მასაჟით. 1–2–ჯერ დღეში ხანგრძლივი დროის მანძილზე. მკურნალობის კურსზე კრემის დოზა შეადგენს 21–28 გ (კრემის 7 გ საკმარისია 8–10 აპლიკაციისთვის).
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატ ხიმკოლინისა და ტანტექს ფორტეს ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ეფექტი უფრო სწრაფად მიიღწევა.
კრემი არ უნდა ჩამოირეცხოს წასმისთნავე. კრემის დატანა არ შეიძლება სათესლე პარკზე. კანის გაღიზიანების გამოვლენისთანავე მკურნალობა აღნიშნული პრეპარატით უნდა შეწყდეს და გამოიყენოთ ნებისმიერი მალამო გაღიზიანების მომხსნელი.
გამოშვების ფორმა: კრემი გარეგანი მოხმარების.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook