ხოლოსასი – CHOLOSASUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბილიური პათოლოგიების სამკურნალო საშუალება.
ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები: ბლანტი, მუქი-ყავისფერი ფერის სიროფის მსგავსი სითხე მომჟავო-მოტკბო გემოთი და სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი. ასკილის ნაყოფების ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი.
გამოყენების ჩვენება:
ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ.
აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C- და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ხოლოსოსი მიიღება საკვების მიღებებს შორის. მოზრდილები პრეპარატს იღებენ 1 ჩაის კოვზს 2-3-ჯერ დღეში, ბავშვებში ინიშნება 1/4-1/2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, აგრეთვე მონო- ან კომპლექსური თერაპიისას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
წინააღმდეგჩვენება:
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიაბეტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ საჭიროებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ კომპლექსური მკურნალობის სქემის კორექციას.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს შაქარს.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება გრილ, ბავშევბისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook