ჯოინტეისი კოლაგენი / Jointeis Kolagen

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ჯოინტეისი კოლაგენი აბები წარმოადგენს მეცნიერულად შემუშავებულ ფორმულას, ჯანმრთელი სახსრების, განსაკუთრებით ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად.
ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ზემოქმედებით ვლინდება რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი, რაც აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას.

მოქმედება: კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების და კანის მთავარ სტრუქტურულ პროტეინს.
აღმოჩნდა, რომ სახსრის ხრტილის 90%-ზე მეტი წარმოდგენილია კოლაგენი ტიპი 2-ით. რომელსაც შეიცავს პრეპარატი ჯოინტეისი კოლაგენი. იგი განსხვავდება სხვა სახის კოლაგენისგან იმით, რომ დიდი დოზით შეიცავს ჰიდროქსილიზინს. ხონდროციტების უნარი, გამოიმუშაოს ტიპი2 კოლაგენი დამოკიდებულია ამინომჟავა ჰიდროქსილიზინის შემცველობაზე.

გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნუტრიენტს ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად. ორგანიზმის უნარი გამოიმუშაოს გლუკოზამინის სულფატი მცირდება ასაკთან ერთად.
ვინაიდან გლუკოზამინის სულფატს აქვს დიდი როლი კოლაგენის პროდუქციაში, ჯანმრთელი სახსრების შესანარჩუნებლად იგი ძალზე მნიშვნელოვანია. გლუკოზამინ სულფატი წარმოიქმნება ორგანიზმში გლუკოზის და გლუტამინის მჟავისგან. მისი როლი მდგომარეობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებაში, ვინაიდან ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციის პროცესს. გლუკოზამინი ამარაგებს ასაკობრივად ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ სახსრებს ე.წ. საშენი მასალებით. იგი ასევე მონაწილეობს კანის, იოგების, ფრჩხილების, ძვლის, თვალის და გულის სარქვლების რეგენერაციის პროცესში.
გლუკოზამინის სულფატი არ შედის მნიშვნელოვანი რაოდენობით საკვებში, იგი ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმის მიერ.

ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ქონდროიტინი, რომელიც ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ამცირებს კალციუმის დანაკარგს, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის და სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას, ამცირებს ოსტეოართროზის პროგრესირებას და ამსუბუქებს მის სიმპტომებს. ამცირებს აასს-ს გამოყენების საჭიროებას.
მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები ჩ და E. ასევე D ვიტამინი, ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.
ჯინჯერი (კოჭას ექსტრაქტი) – წარმოადგენს მცენარეულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

შემადგენლობა: 1 აბი
კოლაგენი (ტიპი ლლ კომპლექსი) 150მგ
გლუკოზამინის სულფატი KkCl 500მგ
ქონდროიტინის სულფატი 50 მგ
ვიტამინი E10 მგ
ვიტამინი D (D3 200CE) 5 მკგ
ვიტამინი C30 მგ
ფოლაცინი (ფოლის მჟავა)200 მკგ
ვიტამინი B12 2 მკგ
თუთია5 მგ
მანგანუმი2 მგ
სპილენძი 0.5 მგ
სელენი 60 მკგ
ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი 40 მგ

ჩვენება:
• ართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• სახსრების დაზიანების პროფილაქტიკა სახსრებზე მომატებული დატვირთვის დროს სპორტსმენებში.

მიღების წესი:
დღეში 2  აბი ძირითად საკვებთან ერთად.  აბი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.
არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, კონსერვანტებს, შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook