ჰელმადოლი / HELMADOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალბენდაზოლი/albendazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპარაზიტული პრეპარატები. ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
ათქ
კოდი: P02CA03
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანიუმის დიოქსიდი.
სუსპენზიის 20 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, გლიცერინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სორბინის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბანანის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი, ბენზომჟავა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰელმადოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ და ანტიპრო-ტოზოულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების დროს. ჰელმადოლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების – ალბენდაზოლის მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება კარბა-მატბენზიმიდაზოლების ჯგუფს.
მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ჰელმინთის უჯრედში ბეტა-ტუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან. ჰელმადოლი არღვევს ბიოქიმიური პროცესების (გლუკოზის უტილიზაცია) მიმდინარეობას, აბლოკირებს სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირებას, რაც განაპირობებს პარაზიტის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
ჰელმადოლი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (<5%). მისი  ბიოშეღწევადობა დაბალია. ცხიმიანი საკვების მიღება პრეპარატის შეწოვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის. ალბენდაზოლი ღვიძლში სწრაფად გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად _ ალბენდაზოლის სულფოქსიდად, რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს პრეპარატის მიღებიდან 2-5 საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 70 %. ალბენდაზოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით აღწევს ნაღველში, ღვიძლში, თავზურგტვინის სითხეში, შარდში, ჰელმინთის ცისტის კედელსა და სითხეში.

ჩვენებები
ჰელმადოლი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები:
– ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);

– ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი TrichºCephalus trichiurus  (თავგარსა);
– ენტერობიოზი, გამომწვევი  Enterobius vermicularis  (მახვილა);
– ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;
– ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;

– ტოქსოკაროზი, გამომწვევი ToxºCara canis;
– სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis  (ნაწლავის ჭია);
ქსოვილოვანი ცესტოდოზები:
– ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;
– ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Eცჰინოცოცუს გრანულოსუს-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
– დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
– შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
– ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
– თვალის ბადურის პათოლოგიები;

– ორსულობა;

– ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.

სუსპენზიის დოზირებისათვის გამოიყენება 13 მლ-იანი დოზირებული ჭიქა, რომელსაც გააჩნია ნიშნულები 10 მლ, 5 მლ და 2,5 მლ.
წამლის ფორმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსახერხებელია სამკურნალო საშუალების მიღება და როგორ აიტანება მასში შემავალი ნივთიერებები.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 800 მგ.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ჰელმადოლი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს – 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე  ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ  დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.
ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით.
ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ლამბლიოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ჰელმადოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ იწვევს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ჰელმადოლი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.
გამოშვების ფორმა
ჰელმადოლი 200 მგ #2
შემოგარსული ტაბლეტები 200 მგ.
2 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგისგან.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ჰელმადოლი 400 მგ/20 მლ
ჰომოგენური სიროფისმაგვარი სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონში.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან და დოზირებულ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: EIPICO, ეგვიპტე

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook