ჰემატინიკი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომბინირებული ანტიანემიური საშუალება.

შემადგენლობა:

კარბონილის   რკინა 100მგ
Vit C 75 mg
თუთია 22,5mg
ფოლის მჟავა 400 mkg
სელენი 60 მკგ
Vit B12 5 მკგ
Vit E 15 სე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტებში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონიდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
კარბონილის რკინა ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (99%). არ არის ტოქსიური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გაუმჯობესება.
Vit C   ასკორბინის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები), ნახშირწყლების ცვლა, სისხლის შედედების პროცესი, პროკოლაგენის, კოლაგენის და კორტიკოსტეროიდების სინთეზი). აღსანიშნავია მისის როლი სურავანდის მკურნალობისას. Vit C  ხელს უწყობს ნაწლავებში რკინის შეწოვის პროცესს. ქსოვილების რეგენერაციას, ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აწესრიგებს კაპილარების განვლადობას.
თუთია შედის ფერმენტებისა და რამოდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში. იგი ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, მონაწილეობს ცილების სინთეზში. გარდა ამისა, თუთია ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, აუცილებელია გემოს შეგრძნებისათვის. იგი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, კანის ფრჩხილებისა და თმების მდგობარეობაზე.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ანმინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინტეზში. B9  აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინაეობისათვის, ხელს უწობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას. იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
სელენი ისევე როგორც ვიტამინები E და C.  ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. გააჩნია კარდიოპროტექტორული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.
Vit   B12    ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანკიბალამინის აქტიურ ფორმას და დიდ როლს თამაშობს  დნმ-ის, კრეატინინის, მეთიონინის,  ქოლინის და მიელინის სინთეზში. Vit B12  აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.
ვიტამინი E  ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია. იგი იცავს  უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და დისტროფიული ცვლილებების წარმოქმნას გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში. ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს  რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ჰემისშემცველი ფერმენტების სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:  კარბონილის რკინა  ნელა და თანაბრად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. ბიოშეღწევადობა რკინის მარილებთან შედარებით, მაქსიმალურია და აღწევს 69%.  ვინაიდან მისი მცირე ზომის სფერული ნაწილაკები კარგად შეიწოვება. აბსორბცია ძლიერდება რკინადეფიციტისას, ხოლო მისი სიჭარბის დროს მცირდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 90%-ით. გამოიყოფა ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა  შეიწოვება ძირითადად წვრილ ნაწლავში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%. Cmax აღწევს 4 სთ-ში. მეტაბოლიზმს  განიცდის  ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით  მეტაბოლიტები ს სახით.
თუთია   შეიწოვება  თორმეტგოჯა  და მლივ ნაწლავებში. ეს პროცესი ხორციელდება სპეციფიკური ცილის მეშვეობით, რომელიც სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. სისხლის პლაზმაში ტრანსფერინის მეშვეობით ხდება თუთიის ტრანსპორტირება ღვიძლში. თუთიას შეიცავს ყველა ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით იგი გროვდება წინამდებარე ჯირკვალში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად.
ფოლის მჟავა  კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაქლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%-ით. C max  -აღწევს 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
სელენი  თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში. ტრანსპორტირება და დეპონირება ხდება როგორც სპეციფიკური ცილების, ასევე ალბუმინების, გლობულინების და ლიპოპროტეინების მეშვეობით. მიკროელემენტი სისხლით აღწევს თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში. გამოიყოფა ფილტვების, ნაწლავისა და თირკმლების საშუალებით.
ციანოკობალამინის  შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან. მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი. იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს. Cmax  აღწევს 8-12 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.
ვიტამინი E კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax აღინიშნება 4-8 სთ-ის შემდეგ. გამოიყოფა ძირითადად ნაღველით.

ჩვენება
სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია. რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის  პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის  წინ, ორსულობისას და ლაქტაციის  პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება 1 კაფსულა  დღეში ერთხელ. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან  მის შემდეგ. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ჰემატინიკის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, კანის გვიანი პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები.

ორსულობა და ლაქტაცია
ჰემატინიკის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის მუქი შეფერილობა. ჰემატინიკისა  და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook