ჰეპატოჰილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები
•          ასტიმულირებს ღვიძლის მეტაბოლიზმს
•          ადიუვანტური თერაპია ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს: ჰეპატიტები, განსაკუთრებით ქრონიკული B-ჰეპატიტი  და  ღვიძლის ფიბროზი.
•          ეგზემა,
•          ყაბზობა,
•          ჰემოროი

შემადგენლობა
ვაზის და ტყის მარწყვის ფოთლები და ტოტები

მოქმედი ნივთიერებები
ფლავონოიდები, ანთოციანები

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
მარწყვი მდიდარია ფლავონოიდებით და ანტიოქსიდანტური შენაერთებით. ის აგრეთვე, მიიჩნევა, როგორც მეტაბოლიზმის მომწესრიგებელ და ჰეპატოსტიმულატორად. ვაზის შტო არეგულირებს ნახშირწყლების  მეტაბოლიზმს. აგრეთვე, მისი ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო ეფექტურია მისი გამოყენება რაც უკვე კვლევებით დადასტურებულია 11 ტიპის ვაზში. იმის გამო რომ ჰეპატოჰილის საღეჭ ტაბლეტებში წარმოდგენილია ანტიოქსიდანტური ნაერთები, ის ეხმარება ორგანიზმს და ღვიძლს მავნე ფაქტორებთან გამკლავებაში.

დოზირება და მიღების წესი
2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე ჩაღეჭეთ 1-2 ტაბლეტი. მკურნალობის მინიმალური კურსი 4 კვირაა

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული დოზებით და სწორად გამოყენებისას  არანაირი გვერდითი რეაქცია არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

რეკომენდაციები
•          შეინახეთ მედიკამენტი მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას, თავდახურულ კონტეინერში, 15-30°C ტემპერატურაზე.
•          ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შენახვის ვადას; ვადაგასული პროდუქტი არ გამოიყენოთ.

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი N200

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook