ჰიმოლიტ დუო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  ტრიპსინი/trypsin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები

ათქ  კოდი: M09AB52

შემადგენლობა: თითეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფერმენტული აქტივობის 100000 Armour ერთეულს. გასუფთავებული კონცენტრატი რომლის აქტივობა განისზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით  ექვსი ერთთან.
საღებავი: Ponceau  4R ყვითელი FCF

 ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰიმოლიტ დუო მოქმედებს ანთების ექსუდაციური ფაზაზე და შლის პეპტიდურ
კავშირებს  ანთების კერაში  პრეპარატში შემავალი  ორი  ფერმენტის  მოქმედებით. ეს ფერმენტები შთაინთქმება ფერმენტთა  მოცირკულირე ინჰიბიტორების  მიერ  რომელთა დონე გაზრდილია  ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად. ჰიმოლიტ დუო ადრეულ სტადიაზე ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები:
• ანთებითი შეშუპება;
• ქირურგიაში პოსტოპერაციული შეშუპების დროს; აღდგენითი პროცესების გასაუმჯობესებლად საკეისრო კვეთის ეპიზიოტომიისა და ჰისტერექტომიის დროს; დისკის თიაქარი, იშიაზი, რადიკულიტი;
• ჰემატომა: (ჰემატომების მკურნალობა  და პროფილაქტიკა);
• ტრავმატოლოგიაში დაჭიმულობისა და მოტეხილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებისა და პოსტტრავმული შეშუპებებისას;
• გინეკოლოგიაში:მენჯის ანთებითი დაავადებები,პერინატალური შეშუპება,მასტიტები.
• ჰიმოლიტ დუო აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ორგანოებში.
• ჰიმოლიტ დუო წარმატებით გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

მიღების წესი:
• 1 ტაბლეტი პრეპარატი 4 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
• ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს და არ უნდა დაიღეჭოს გასტრორეზისტენტული გარსის შესანარჩუნებლად.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის მიმართ;
• ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;
• სისხლის შედედების მაჩვენებელის დროს;
• ჰემორაგიული დიათეზი.

გვერდითი მოვლენები:
• ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები;
• ძალიან იშვიათად  კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება;
• დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოწვეული გვერდითი ეფექტები ნაკლებად  სავარაუდოა;

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
• რკინის შემცველ მედიკამენტებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს რკინის რაოდენობების შემცველობის შემცირება შეწოვის  დროს.

უსაფრთხოების ზომები:
• სიფრთხილითგამოიყენება ორსულებსა  და ლაქტაციის პერიოდში
გამოშვების ფორმა:
• ჰიმოლიტ დუო არის  შემოგარსული ტაბლეტები, ორი ბლისტერში, თითო ბლისტერი 10 ცალი.

განსაკუთრებული მითითებები:
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება

შენახვის პირობები: შევინახოთ მშრალ და მზის სხივისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC.

გამოშვების ფორმა: 100000 AU ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED,  ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook