ვიტრუმი ვიტამინი E

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები

შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
დლ- ალფა ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) 400 სე*)
• -400მგ dl- alfa ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
აღწერილობა:
ჟელატინის რბილი გამჭვირვალე კაფსულები, ღია ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, გამჭვირვალე მოყვითალო ზეთოვანი შემცველობით. დასაშვებია სპეციფიური სუნის არსებობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილის სუნთქვაში, ქსოვილის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. აფერხებს კაპილარების მომატებულ შეღწევადობას და სისუსტეს, ათეროსკლეროზის განვითარებას, გულის კუნთში და ჩონჩხის —- დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს ჭარბი რაოდენობის თავისუფალი რადილაკების და წყალბადოვანი პროდუქტების დამაზიანებელი მოქმედებისაგან; ასტიმულირებს ცილების და კოლაგენის სინთეზს; აწესრიგებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

ჩვენებები
გამოიყენება E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის სამკურნალოდ.
კომპლექსურ თერაპიაში:
– კუნთოვანი დისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი;
– სახსრების, მსხვილი სახსრების და ხერხემლის იოგოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები;
– მენსტრუალური ციკლის დარღვევით მიმდინარე კლიმაქტერული (პერი- და პოსტმენოპაუზური) აშლილობები;
– მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია;
კანის დაავადებები (დერმაკოზები, ფსორიაზი)

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად. მოზრდილებში დღეში 1 ტაბლეტი კვების დროს ან კვების შემდეგ წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით. მკურნალობის კურსი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ქავილი, კანის ჰიპერემია) დისპეფსია.

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით: გამოიყენება მძიმე კარდიოსკლეროზის მქონე პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას;
K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ჭარბი დოზირება
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვიტამინი E 400-800 სე/დღ. დოზის გამოყენებისას: არამკაფიო მხედველობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, მომატებული დაღლილობა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში 800 სე/დღ. მეტი დოზის გამოყენებისას – Kჰიპოვიტამინოზის მქონე პაციენტებში სისხლდენის განვითარების მომატებული საშიშროება, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, თირკმელების უკმარისობა, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.
მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
E ვიტამინის დიდი დოზების, რკინის, Kვიტამინის და ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლის შედედების დრო. E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტს. ეპილეფსიით დაავადებულ პირებში ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს (მათ, ვისაც სისხლში მომატებული აქვთ ლიპიდების წყალბადოვანი დაჟანგვის პროდუქტების შემცველობა). ”ვიტრუმი ვიტამინი E” და ცხიმში ხსნადი A, D და Eვიტამინების შემცველი სხვა ვიტამინო-მინერალური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 400 სე კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook