ვიტრუმ თინეიჯერი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები და მულტივიტამინები.

ათქ კოდი: [A11AA04]

შემადგენლობა: ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ კომპონენტებს:

რეტინოლის აცეტატი  ( ვიტამინ A) 3000 სე1
ქოლეკალციფეროლი  ( ვიტამინ  D3) 200 სე2
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი ( ვიტამინი  E) 10 სე3
ასკორბინი მჟავა (ვიტამინი C) 100 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1 1.5 მგ
რიბოფლავინი  (ვიტამინი B2) 1.7 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 2 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
ციანკობალამინი ( ვიტამინი B12)  
6  მკგ
ბიოტინი  
30 მკგ
ფოლიუმის მჟავა  

 ფიტომენადიონი) ვიტამინ K1

400 მკგ
10  მკგ
კალციუმის პანთოტენატი 5 მგ
ფოსფორი ( კალციუმის ჰიდროფოსფატი) 50 მგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი, კალციუმის ჰიდროფოსფატი) 200 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 50 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 10 მგ
სპილენძი ( სპილენძის ოქსიდი) 2 მგ
თუთია ( თუთიის ოქსიდი) 15 მგ
იოდი ( კალიუმის იოდიდი) 150 მკგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1 მგ
 სელენი  ( ნატრიუმის სელენატი) 30 მკგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 20 მკგ
მოლიბდენი ( ნატრიუმის მოლიბდატი) 20 მკგ
   

1. ექვივალენტურია 1032 მკგ რეტინოლის აცეტატის
2. ექვივალენტურია 5 მკგ ქოლეკალციფეროლის
3. ექვივალენტურია  10 მგ დი ალფა ტოკოფეოლის აცეტატის

დამხმარე ნივთიერებები. მაგნიუმის სტეარატი 10. 55 მგ, სილიციუმის დიოქსიდი 6.00 მგ; ვანილი 20.00 მგ; შოკოლადის არომატიზატორი 53.50 მგ; ბამბის ზეთი 25,75 მგ,  E 412-20.25 მგ; კაკაოს ფხვნილი -71.00 მგ; ფრუქტოზა   150.00 მგ; სორბიტოლი 279.29 მგ, ასპარტამი  20.00 მგ

აღწერილობა: მრგვალი ფორმის საღეჭი ტაბლეტები ღია ნაცრისფერ- ყავისფერი ფერიდან მუქ ნაცრისფერ-მოყავისფრო შეფერილობამდე,  ღია და მუქი შეფერილობის ჩანართებით.  სპეციფიური მოტკბო გემოთი და სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტრუმ თინეიჯერი  აუცილებელია ორგანიზმის  ყველა ფუნქციის ნორმალიზაციისთვის ინტენსიური ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში.  იცავს ორგანიზმს გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედებისგან. აუცილებელია კვების რეჟიმის  დარღვევის, არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვების შემთხვევაში

გამოყენება
ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში, მათ შორის დასუსტებულ და ხშირად მოავადე ბავშვებში. მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვისას (გამოცდების პერიოდი, სპორტი) არასასურველ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრება.

უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A   და  D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.

გამოყენების წესი და დოზირება:
ბავშვებში 12-18 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში დასაღეჭად, ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლოა განვითარდეს  ალერგიული რეაქცია.  შესაძლებელია შარდის ფერი შეიცვალოს ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან ეს განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა:
გააქტივებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის გამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული სხვა პრეპარატებთან ერთდროული  მიღება, რომელიც შეიცავს A და  D ვიტამინებს,

განსაკუთრებული მითითება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენების წინ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
მონაცემები სამკურნალო პრეპარატის  შესაძლო გავლენაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები: 10-30°C  ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ  ადგილზე.

შენახვის პირობები:  5 წელი. არ არის რეკომენდებული პრეპარტის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი №30; №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook