ვიტრუმ კარდიო ომეგა 3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება

ათქ კოდი: C10AX06

შემადგენლობა:  ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს: ომეგა 3-ის  პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების   ეთილის ეთერებს  1000 მგ,  რომელთა შემადგენლობაშია:
ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA)  300  მგ
დოკოზაჰექსაენის მჟავა   (DHA) 200 მგ
ალფა ტოკოფეროლი   (vitamin E)   2, 00მგ.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:  ჟელატინი  261,7მგ, გლივეროლი  117,8 მგ,გასუფთავებული წყალი  235,5მგ,
აღწერილობა- გამჭვირვალე, ღია ყვითელიდან მუქ ყვითელამდე, ოვალური ფორმის რბილი, ჟელატინის კაფსულები.
კაფსულის შემადგენლობა:  გამჭვირვალე ზეთოვანი ღია ყვითლიდან მუქ ყვითელ ფერამდე სპეციფიური სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს  ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ეთილის ეთერებს, ომეგა 3-ის ოჯახის ეიკოზაპენტაენის მჟავას(EPA),  დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) და ვიტამინ  E-ს  კომბინაციას.
პრეპარატი გამოიყენება ლიპიდური ცვლის დარღვევისას, რომელიც გამოწვეულია გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხელს უწყობს დსლპ-ს და ძდსლპ-ს შემცველობის ნორმალიზებას, უჯრედების მემბრანების თხევადური თვისებების ცვლილებას და მემბრანული რეცეპტორების 2 ფუნქციური აქტიურობის მომატებას, რაც ხელს უწყობს ლიპიდების ფერმენტებთან ლიპიდურ-უჯრედოვანი ურთიერთქმედების გაუმჯობესებას, ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ხელს უწყობს სისხლის ლიპიდების ცვლის ნორმალიზებას. პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია არაქიდონის მჟავის ჩანაცვლებასთან უჯრედების მემბრანის ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში ან თრომბოციტების აგრეგაციის დამუხრუჭებასთან თრომბოქსანიანი რეცეპტორების ლიპიდურ თვისებებზე А2/პროსტაგლანდინით Н2 ზემოქმედების შედეგად. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინის Е2 მეტაბოლიტების პროდუქციის შემცირებით, რომელიც მიიღწევა ბიოსინთეზში ესენციალური ცხიმიანი მჟავების ჩართვით. ომეგა-3 პოლიგაუჯერებელი ცხიმიანი მჟავები ამუხრუჭებენ ანთებას, ამცირებენ არტერიების ვაზოკონსტრიქციის უნარს, ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას. შეუცვლელი პოლიგაუჯერებელი ცხიმიანი მჟავების ეს კომპლექსი გამოიყენება ლიპიდური ცვლის ნორმალიზებისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შესამცირებლად. ვიტამინ Е-ს გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტიურობა, ის მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა უმნიშვნელოვანეს პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების და ჟანგ პროდუქტების ჭარბი რაოდენობების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. ჩვენება -დისლიპიდემიის (ლიპიდური ცვლის დარღვევების) პროფილაქტიკა; -ლიპიდური ცვლის დარღვევების კომპლექსური თერაპია დიეტის და სტატინების ჩათვლით.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ქრონიკული ქოლეცისტიტის და პანკრეატიტის გამწვავება, ჰეპატობილიარული სისტემის გამწვავება, ნაღვლკენჭოვანი დაავადება; პათოლოგიური მდგომარეობები, გემოროიდალური სინდრომის ჩათვლით. ბავშვების ასაკი 18 წლამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გამოყენების წესი და დოზები
რეკომენდებულია მიღება შინაგანად, წყლის დაყოლებით: – პროფილაქტიკური მიზნით – დღეღამეში 1 კაფსულა, ჭამის შემდეგ 30 წუთში; – სამკურნალო მიზნით – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 30 წუთში. მკურნალობის კურსია არანაკლებ 3 თვე. განმეორებითი კურსები – ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები. მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, ან ბოყინი  თევზის სუნით ან გემოთი, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების  სიმპტომებია: ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა, ღებინება, დიარეა). მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ერთდროულად მიღება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად ხელს უწყობს სისხლისდენის დროის გახანგრძლივების რისკს. ერთდროულად მიღება ვარფარინთან ერთად არ იწვევს ჰემორაგიული გართულებების განვითარებას (თუმცა კომბინირებული მიღებისას ან პრეპარატით მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ აუცილებელია პროთრომბინური დროის კონტროლი). არაა რეკომენდებული ერთდროულად მიღება ფიბრატებთან ერთად. პრეპარატის «ვიტრუმი® კარდიო ომეგა-3» მიღების დროს არაა რეკომენდებული ვიტამინ Е-ს შემცველი სხვა პრეპარატების მიღება.

განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები მშრალ ადგილას
ტემპერატურაზე 10–30°C. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას

ვარგისობის ვადა 3 წელი
არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: კაფსულა №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook