ვიტრუმ ოსტეომაგი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ათ კოდი: A12AX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის პრეპარატი D ვიტამინთან და /ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. მიკრო და მაკროელემენტები

გარსით დაფარული ტაბლეტები 1 ტაბლეტი
კალციუმი 600 მგ
მაგნიუმი 40 მგ
ვიტამინ D  ქოლეკალციფეროლი 200სე
თუთია 7,5 მგ
სპილენძი 1 მგ
მანგანუმი 1.8 მგ
ბორი 250 მკგ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შეფუთვა: პოლიეთილენის ფლაკონი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ავსებს  ვიტამინ D,  მაგნიუმის   დეფიციტს, არეგულირებს კალციუმ-ფოსფორის ცვლას, ავსებს  კალციუმის დეფიციტს

ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი   D მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ხელს უწყობს  ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, აძლიერებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და ფოსფორის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში.
მაგნიუმი ვიტამინ D-სთან კომბინაციაში აძლიერებს კალციუმის ათვისებას,   ახდენს გავლენას  ძვლის ზრდასა და მინერალიზაციაზე, ხელს უშლის კალციუმის ოქსალატის  ქვების  წარმოქმნას.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, არტეტიული წნევის კონტროლსა და სისხლის შედედების პროცესში. ხელს უწყობს ძვლის, კბილების ფორმირებას, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის გაზრდას, კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. ამცირებს ოსტეოპოზის განვითარების რიკს. მონაწილეობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
თუთია მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში
მანგანუმი აუცილებელია ენერგიის წარმოქმნის პროცესში, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმისთვის, შემაერთებელი ქსოვილის ფორმირების პროცესში.
სპილენძი ახდენს გავლენას ძვლოვანი მასის, ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნის პროცესზე. მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც შედის ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში. ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარების თავიდან აცილებას.
ბორი  მონაწილეობს      ძვლის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის მეტაბოლიზმის პროცესში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას, ამცირებს D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკს, ხელს უწყობს პოსტმენოპაუზური  ოსტეოპოროზის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
შეიწოვება წვრილ ნაწლავში

პრეპარატის დანიშვნის ჩვენებები
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია. სხვადასხვა სახის მოტეხილობის მკურნალობა

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
მთელი ორსულობისა და ლაცტაციის პერიოდში საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა

გვერდითი მოქმედება
ნაწლავის დისფუნქცია  (შეკრულობა ან ფაღარათი, მუცლის შებერილობა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა) ხანგრძლივად, დიდი დოზებით  გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გავლენას ახდენს როგორც  ტეტრაციკლინების, სალიცილატების(მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის) ჯგუფის ანტიბიოტიკების აბსორბციაზე, ისევე  ბეტა ადრენობლოკატორების და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების  აბსორბციაზეც  (უნდა იქნეს მიღებული 2 საათით ადრე ან გვიან სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებიდან)

მიღების წესი და დოზირება:
დიდებსა და ბავშვებში 12 წელს ზემოთ  1-2 ტაბლეტი დღეღამეში.

უსაფრთხოების ზომები
არ უნდა მოხდეს დოზის გადაჭარბება. დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ სარკოიდოზი ან თირკმლის უკმარისობა

განსაკუთრებული მითითება
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს კალციუმის რაოდენობის კონტროლი, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად.

შენახვის პირობები.
მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30°C

შენახვის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook