ვომილ-სტოპი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა:
თითოეული ჟელატინის კაფსულა შეიცავს: კოჭას ექსტრაქტს (Zingiber officinale)-250 მგ, დარფილფილის ექსტრაქტი (piper longum)-200 მგ.
კაფსულის შემავსებელი: ფუტკრის ცვილი, არაქისის ზეთი, პიტნის არომატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სუკრალოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლინიკური ფარმაკოლოგია: კოჭას ექსტრაქტი (Zingiber officinale): მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად. ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური რეცეპტორებისა და M ქოლინორეცეპტორების ბლოკირებით. ასევე მისი ცენტრალური მექანიზმი განპირობებულია სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით. ვომილ-სტოპის პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. ვომილ-სტოპი გამოირჩევა გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით, პროკინეტიკული მოქმედებით. პროკინეტიკული ეფექტი
მდგომარეობს შემდეგში: აღადგენს საყლაპავის მოტორიკას, ამაღლებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აჩქარებს კუჭის შიგთავსის დაცლას, იწვევს პილორუსის სფინქტერის მოდუნებას, ამცირებს გასტრო- დუოდენალურ რეფლუქსს, აძლიერებს თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის მოტორიკას. ვომილ-სტოპს აქვს გამოხატული მოქმედება ვესტიბულურ აპარატზე, კერძოდ უშუალოდ მოქმედებს ოტოლიტებზე.
დარფილფილის ექსტრაქტი (piper longum): წიწაკის ექსტრაქტი (piper longum) შეიცავს 1.25% პიპერინს, რომელიც არის ძირითადი ცხარე ალკალოიდი. ცხოველებზე ფარმალოკოგიური დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ პიპერინი იწვევს საჭმლის მომნელებელი ენზიმების გააქტიურებას, მათ შორის პანკრეატული ლიპაზას, ამილაზას, ტრიპსინის და ქიმოტრიპსინის ჩათვლით. პიპერინი ასევე აინჰიბირებს მარილმჟავას და პეპსინ A – ს. ასე რომ პიპერინი კუჭ-ნაწლავის სისტემის კონტროლისა და კორექციის საშუალებით არეგულირებს გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას. პიპერინი ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით თითქმის სრულად (97%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ორალური მიღებისას და 24 საათის შემდეგ რჩება მხოლოდ შრატის სახით თირკმელებში და ელენთაში. ცხოველებში პიპერინი მეტაბოლიზდება და ერთვება გლუკურონიზაციის და სულფატაციის პროცესში მეტაბოლიტების ვანილისა და პიპერონალის მჟავის, პიპერონილიკის მჟავისა და პიპერონილის ალკოჰოლის სახით.

ჩვენებები
VOMIL-STOP გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება ზღვის ავადმყოფობის, გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების დროს ფეხმძიმობის პირველ ტრიემსტრში (დილის გულისრევის შეგრძნებისას), ოპერაციის და ქიმიოთერაპიის შემდგომ განვითარებული ღებინების შეგრძნებისას და ღებინების დროს. ნებისმიერი გენეზის (მედიკამენტოზური, ალიმენტური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ინფექციური დაავადებე- ბის დროს, ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული ღებინებისა და ღებინების შეგრძნების დროს, ქრ. ქოლეცისტი- ტი, ქოლესტაზი, ზღვისა და ჰაერის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევის დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა).

მიღების წესები და დოზები
მიიღება ჭამამდე, მოქმედება იწყება 15-30 წუთში. მიუხედავად ცენტრალური მოქმედებისა არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს.
მოზრდილები: 1 რბილი ჟელატინის კაფსულა (ტვისტ-ოფს) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები 2-5 წლამდე: 1/2 რბილი ჟელატინის კაფსულა (ტვისტ-ოფს), 5 წლიდან 1-2 რბილი ჟელატინის კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: გადაყლაპვა: კაფსულა მთლიანად იყლაპება.
კაფსულის გახლეჩა: ტვისტ-ოფს კაფსულას მოაძვრეთ ზედა მცირე ნაწილი მისი შემოტრიალების გზით, კაფსულის შიგთავსი გამოწურეთ პირის ღრუში, გარსი გადააგდეთ.
გაკბეჩა: ტვისტ-ოფს კაფსულა გაკბიჩეთ და დაღეჭეთ, როგორც არომატული საღეჭი რეზინი. გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა არანაირი გვერდითი მოვლენები შესაბამისი დოზის მიღებისას.

უკუჩვენება
სასურველია სიფრთხილით გამოიყენოთ ფეხმძიმობისას, პირველი ტრიმესტრის შემდეგ, მწვავე ნაწლავური აშლილობისას. იმბირის, როგორც ნაღველმდენი საშუალების გავლენა ნაღვლის ბუშტის კენჭებზე

ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა არანაირი მავნე ზემოქმედება დედაზე ან ჩვილზე ვომილ-სტოპის გამოყენებისას ორსულობისას და ძუძუთი კვებისას.

განსაკუთრებული მითითებები
გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია და არითმია, რადგანაც იმბირს შეუძლია თრომბოქსანის ფორმირების შეჩერება და თრობმოციტების აგრეგაცია. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არა არის პრეპარატის ზემოქმედებისთან დაკავშირებული მონაცემები ავტომანქანის ან მექანიზმების მართვისას.

ჭარბი დოზირება
გადაჭარებებულმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია და არითმია, დროებით შეწყვიტეთ წამლის მიღება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტი/ანტითრომბოზული საშუალებები: შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი. ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: შესაძლოა აღინიშნოს ადიტიური ჰიპერტენზიული ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულა (Twist-Offs) #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SRS Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook