ვფენდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ვორიკონაზოლი/ VORICONAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.
1 ტაბ.
ვორიკონაზოლი……………  50 მგ
1 აბ.
ვორიკონაზოლი…………….  200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი.
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მლ, შეფუთვაში 1 ც.
1 ფლ.
ვორიკომაზოლი……………….          200 მგ
დამხმარე ნივთიერება: სულფობუტილ ბეტა-ციკლოდექსტრინ ნატრიუმის ეთერი – 3200 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვფენდი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის ანტიფუნგინალურ საშუალებას. იგი აინჰიბირებს სოკოს ციტოქრომს P-450, რომელიც საჭიროა 14 ალფა-ლანოსტეროლ დემეთილირებისათვის რაც მნიშვნელოვან ელემენტეს წარმოადგენს სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზში. შესაბამისად იზრდება 14 ალფა-მეთილსტეროლის რაოდენობა და სოკოს უჯრედის მემბრანაში მცირდება ერგოსტეროლის რაოდენობა. ვფენდი გაცილებით სპეციფიკურად აინჰიბირებს სოკოს ციტოქრომ P-450 ენზიმს, ვიდრე ნებისმიერი სახის ძუძუმწოვრებში.
იგი აქტიურია Aspergillus furnigatus, Scedosporium apiospermum, Fusarium spp. სოკოების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
ვფენდის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. მაღალი ინდივიდუალური ვარიაბელურობით. ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის პერორალურად, ინტრავენურად შეყვანისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 24 სთ-ის ფარგლებში. პერორალური მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 96%. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1-2 საათში. მრავალჯერადი დოზირების შემდეგ და ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია მცირდება 34-დან 24%-მდე. განაწილების მოცულობა შეადგენს 4.6 ლ/კგ, რაც დისტრიბუციის მაღალ დონეზე მიანიშნებს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უტოლდება 58%-ს და იგი არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა არ ახდენს გავლენას ამ მაჩვენებელზე.
In vitro კვლევებით დადგინდა, რომ იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P-450 ფერმენტის, CYP2C19,CYP2C9 და CYP3AA მეშვეობით.
In vivo კვლევებით დადასტურდა, რომ CYP2C19 მონაწილეობს პრეპარატის მეტაბოლიზმში. აღნიშნული ფერმენტი ამჟღავნებს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. მაგ., აზიური პოპულაციის 15-20%-ში პრეპარატის მეტაბოლიზმი სუსტად ხორციელდება, ხოლო ევროპული რასის შავი რასის ადამიანებში  ასეთი ტიპის მეტაბოლიზმი მხოლოდ 3-5%-ს შეადგენს.
მთავარ მეტაბოლტს წარმოადგენს N-ოქსიდი, რომელიც შეადგენს ცირკულაციაში მყოფ ნიშანდებული მეტაბოლიტების 72%-ს. ვინაიდან აღნიშნულ მეტაბოლიტს არ გააჩნია ანტიფუნგინალური აქტივობა, იგი არ ღებულობს მონაწილეობას პრეპარატის საერთო თერაპიულ ეფექტურობაში.
ვფენდი განიცდის მეტაბოლიზმს ძირითადად ღვიძლში და მისი რაოდენობის მხოლოდ 2% შარდში უცვლელად გამოიყოფა. პერორალური ან პარენტერული შეყვანის შემდეგ პრეპარატის 80-83% გამოიყოფა შარდში, 94-96% საათის განმავლობაში.
10 კლინიკურ კვლევაში დადგენილ იქნა საშუალო თერაპიული კონცენრატრაცია სისხლში 2.51-3.70 მკგ/მლ.

ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ ჯგუფებში:
დოზირების შეცვლა ავადმყოფის სქესის და ასაკის შესაბამისად არ არის საჭირო, მხოლოდ ციროზის შემთხვევაში საჭიროა დოზის განახევრება. არ არის საჭირო დოზის შეცვლა იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი თირკმელების უკმარისობით პრეპარატს ღებულობს პერორალურად. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ინტრავენური შეყვანა პაციენტებში თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობით ხარისხით (კრეატანინის კლირენსი <50 მლ/წთ-ში).
დასაშვებია პრეპარატის გამოყენება ავადმყოფებში, რომელთაც ჰემოდიალიზი აქვთ დანიშნული.

ჩვენებები:
მძიმე ფორმის სისტემური სოკოვანი დაავადება;
ინვაზიური ასპერგილოზი;
სოკოვანი ინფექციური დაავადება გამოწვეული Aspergillus furnigatus, Scedosporium apiospermum, Fusarium solani. -ს მიერ.

მიღების წესი და დოზირება:
ავადმყოფებში 40 კგმდე წონით ინიშნება 100 მგ ყოველ 12 საათში, ხოლო
40 კგ წონის ზევით 200 მგ ყოველ 12 საათში.
კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს შესაბამისად 150 და 300 მგ-მდე ყოველ 12 საათში.
პერორალურად პრეპარატი მიიღება ჭამამდე 1 საათის ან 1 სთ-ის შემდეგ საკვების მიღებიდან.
ინტრავენური ინფუზიის ხსნარის დასამზადებლად პრეპრატის 30 მლ-იანი ფლაკონი უნდა განზავდეს 20 მლ საინექციო წყლით ვფენდის კონცენტრაციამდე 10 მგ/მლ. ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. მას შემდეგ ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 1-2 საათის განმავლობაში.
განზავებული პრეპარატის შენახვა დაუშვებელია და მხოლოდ მომხმარებლის პასუხისმგებლობით უნდა ინახებოდეს მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში 2-8C პირობებში. იგი შემდგომში კიდევ უნდა განზავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარით. რინგერ-ლაქტატის ხსნარით, 5% დექსტროზას (გლუკოზის) ხსნარით ინფუზიის ხსნარის დასამზადებლად კონცენტრაციამდე 5 ან ნაკლები მგ/მლ-ში.
დაუშვებელია პრეპარატის ნატრიუმის ბიკარბონატთან შერევა, ან ერთი და იგივე სისტემის სხვა პრეპარატის შეყვანა, პარენტერული კვების ჩათვლით.
ინფუზიის სიჩქარე 3 მგ/კგ/სთ-ში 1-2 საათის განმავლობაში.
დაუშვებელია პრეპარატის ბოლუსის სახით შეყვანა.
რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
დატვირთვის დოზა 6 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, შემდგომში 4 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დოზირების შეცვლა ავადმყოფის სქესის და ასაკის შესაბამისად არ არის საჭირო. მხოლოდ ციროზის შემთხვევაში საჭიროა დოზის განახევრება. არ არის საჭირო დოზის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შეპყრობილი თირკმელების უკმარისობით პრეპარატს ღებულობს პერორალურად.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა პაციენტებში თირკმელების უკმარისობის საშუალო ან მძიმე ხარისხით (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ-ში).

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირად ვლინდება მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ცხელება, გამონაყარი კანზე, პირღებინება, დიარეა თავის ტკივილი, სეფსისი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში, რესპირატორული დაავადება;
პრეპარატის მიღების შეწყვეტის ძირითადი მიზეზი იყო ღვიძლის ენზიმების მომატებული დონე,გამონაყარი კანზე და მხედველობის დარღვევა.
ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აუცილებელია პერიოდული ლაბორატორიული კონტროლი ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.
შესაძლებელია დერმატოლოგიური რეაქციების განვითარება (მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომის).
ვფენდის მკურნალობის დროს აგრეთვე აღნიშნული იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვდნენ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას, რაც შეადგენს ყველა გვერდით მოვლენების შემთხვევების 1%-ს. მათ შორის:
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ფოტოფობია, სისხლჩაქცევები თვალში.
საერთო ხასიათის: ცხელება, შემცივნება, ტკივილი მუცლის და გულმკერდის არეში.
კარდიოვასკულური სისტემის მხრივ ტაქიკარდია, ჰიპეტენზია, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია.
გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების ლაბორატორიული ანალიზების მხრივ გადახრა, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე, პირის სიმშრალე.
სისხლის სურათის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
მეტაბოლური დაღრვევები: ტუტოვანი ფოსფატაზას, ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის გაზრდა, ჰიპოკალიემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპომაგნიემია, ბილირუბინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინაციები, თავბრუ.
კანის მხრივ: გამონაყარი, პრურიტუსი, მაკულოპაპულური გამონაყარი.
უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა.

უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. *ალერგია გალაქტოზაზე.
*არ გამიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.
*შესაბამისად შემდეგი პრეპარატები ამცირებენ ვფენდის კონცენტრაციას პლაზმაში მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში: რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რომელიც ფერმენტის ინდუქტორებს წარმოადგენენ და მათი კომბინირება ვფენდთან დაუშვებელია.
*ვფენდი, როგორც ფერმენტის ინჰიბიტორი, თავის მხრივ ზრდის სხვა პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში: ტაკროლიმუსი, რიფაბუტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ქინაქინი. მათი კომბინირება დაუშვებელია, ვინაიდან შეიძლება ამან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი QT ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივების გამო. დაუშვებელია აგრეთვე ჭვავის რქის ალკალოიდებთან კომბინირება, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ერგოტიზმის სიმპტომატიკა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტ ხანს საჭიროა მხედველობის სიმახვილის კონტროლი.
ღვიძლის ფუნქცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ მკურნალობის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი სერიოზული რეაქციები ღვიძლის მხრივ ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე გარდამავალი უკმარისობა ლეტალური გამოსავლით. აუცილებელია ბილირუბინის ლაბორატორიული მონიტორინგი.

დაუშვებელია მანქანის მართვა მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მხედველობის ფუნქციის დარღვევას.

ჭარბი დოზირება:
აღწერილია 3 შემთხვევა, როდესაც ბავშვს შეუყვანეს ინტრავენურად დოზა, რომელიც 5-ჯერ აღემატებოდა თერაპიულს. დაფიქსირდა ფოტოფობიის მხოლოდ ერთი 10 წუთიანი ეპიზოდი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვფენდი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების, CTP2C19,CYP2C9 და CYP3AA მეშვეობით.
შესაბამისად შემდეგი პრეპარატები ამცირებენ მის კონცენტრაციას პლაზმაში ერთდროული გამოყენების შემთხვევაში: რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რომელიც ფერმენტის ინდუქტორებს წარმოადგენენ და მათი კომბინირება ვფენდთან დაუშვებელია.
სხვა პრეპარატები გაცილებით ნაკლებად მოქმედებენ ვფენდის კონცენტრაციაზე და არ არის საჭირო მათი დოზირების შეცვლა.
ვფენდი, როგორც ფერმენტის ინჰიბიტორი, თავის მხრივ ზრდის სხვა პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე აზოლის ჯგუფის სხვა ორი წარმომადგენელი (კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი). შემდეგი პრეპარატების კონცენტრაცია იზრდება მასთან კომბინაციისას: ტაკროლიმუსი, რიფაბუტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ქინაქინი. მათი კომბინირება დაუშვებელია, ვინაიდან  ამან შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივების გამო. დაუშვებელია აგრეთვე ჭვავის რქის ალკალოიდებთან მისი კომბინირება ერგოტიზმის სიმპტომატიკის შესაძლო განვითარების გამო. ცისკლოსპორინთან, ატაკროლიმუსთან, ვარფარინთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, სტატინებთან, ბენზოდიაზეპინებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ფენიტოინთან, ომეპრაზოლთან, სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან და ვინკას ალკალოიდებთან კომბინირება იწვევს მათი კონცენტრაციის გაზრდას და ითხოვს ამ პრეპარატების პლაზმაში კონცენტრაციის მკაცრ მონიტორინგს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: PFIZER, გერმანია, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook