ზინგიბერი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა     
კოჭას ფესვების ექსტრაქტი _ 75 მგ (375 მგ მშრალი ფხვნილი),  ვიტამინ B6 _ 5 მგ.

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ზინგიბერში შემავალი კოჭას ექსტრაქტის (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-HT-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული, ანტი-ნეიროკინეტიკური და ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:
ზინგიბერს ანთების გამომწვევ მედიატორებზე ორმაგი ზემოქმედების და კუჭის ლორწოვანზე ციტოპროტექტორული მოქმედების გამო, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.
ზინგიბერში შემავალი ვიტამინ B6 (Pyridoxine) წარმოადგენს ლიპიდების, ნახშირწყლების და ამინომჟავების
მეტაბოლიზმის კოფაქტორს. მონაწილეობას ღებულობს: ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან

ჩვენებები
• ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი)
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
• საყლაპავის რეფლუქსი
• ზღვისა და ჰაერის დაავადება
• ოსტეოართრიტი
• რევმატოიდული ართრიტი
• ართროზი
• სპონდილოზი
• ფიბრომიალგია
• მიალგია
• შაკიკი
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა

ზინგიბერის  დოზირება  და  მიღების  წესი
1 ტაბლეტი ზინგიბერი შეიცავს 75 მგ კოჭას ექსტრაქტს, რაც უტოლდება 375 მგ კოჭას მშრალ ფხვნილს. მოზრდილებში:
დისპეპსიური სიმპტომების მოსახსნელად 1 ტაბლეტი ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა _ 3 ტაბლეტი (225 მგ ექსტრაქტი, რაც შეესაბამება 1125 მგ მშრალ ფხვნილს).

ღამეში
2-3 წლამდე 3
4-6 3
7-12 წლამდე 3

მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე 1 ტაბლეტი.

პედიატრია:
ქიმიოთერაპიული ადრეული და მოგვიანებითი გულისრევის თავიდან აცილების მიზნით ზინგიბერით პრემედიკაცია სასურველია დაიწყოს 3 დღით ადრე. პაციენტს ენიშნება ზინგიბერი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში, ქიმიოთერაპიის დღეს კი 3 ტაბლეტი ზინგიბერი 20 წუთით ადრე და განმეორებით 3 ტაბლეტი ქიმიოთერაპიიდან 6 საათის შემდეგ. მოგვიანებითი გულისრევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ზინგიბერის 1 ტაბლეტის 3-ჯერადი მიღება ქიმიოთერაპიიდან 4-6 დღის განმავლობაში. ზინგიბერი გარდა ანტიემეტიური ეფექტისა, საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში. დოზირება ოსტეო და რევმატოიდული ართრიტების დროს, მოზრდილებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში). კურსი შეიძლება გაგრძელდეს 36 კვირის მანძილზე.. მწვავე ტკივილის დროს 1-2 ტაბლეტი სიმპტომურად.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ  დოზას!

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (PHARMACY Laboratories), პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook