თიამაზოლი – THIAMAZOLE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციას მისი ჰიპერფუნქციის დროს. პრეპარატი იწვევს ძირითადი ცვლის შენელებას. პრეპარატის ეფექტი ვლინდება ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების ელიმინაციის დაჩქარებით და ფერმენტული სისტემების აქტივობის დათრგუნვით, რომლებიც იწვევენ იოდიდების იოდამდე დაჟანგვას. ამის შედეგად აღინიშნება თირეოგლობულინის იოდირების დათრგუნვა და დიიოდთიროზინის გარდაქმნა თიროქსინში.
ჩვენებები
მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის დიფუზური ტოქსიური ჩიყვი;
ავადმყოფების მომზადება ოპერაციისათვის თირეოტოქსიკოზის გამო.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმის თირეოტოქსიკოზი – 0.005 გ 3-4-ჯერ დღეში; მძიმე ფორმის დროს – 0.01 გ 3-4-ჯერ დღეში.
რემისიის განვითარების შემთხვევაში – დღეღამური დოზა მცირდება ყოველ 5-10 დღეში 0.005-0.01 გ-ით; თანდათანობით ხდება მინიმალური შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა: 0.005 გ ერთხელ დღეში; 0.005 გ დღეგამოშვებით; 0.005 გ 3 დღეში ერთხელ. პრეპარატი ინიშნება მყარი ეფექტის მიღწევამდე.
თირეოტოქსიკოზის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება აღნიშნული სქემის მიხედვით. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და მიმდინარეობის სიმძიმეზე, მიღწეული მკურნალობის ეფექტზე.
უმაღლესი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს: ერთჯერადი – 0.01 გ, დღეღამური – 0.004 გ.
ბავშვებში თირეოტოქსიკოზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0.4 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე; შემანარჩუნებელი დოზა – 0.2 მგ/კგ-ზე დღეში ერთჯერადად ან გაყოფილი ორ მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღვიძლის დაზიანება, თავბრუსხვევა, შეშუპება, გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ტკივილი სახსრებში, თმის ცვენა, მხედველობის დარღვევა, მედიკამენტოზური ჰიპოთირეოზი, ჩიყვისებრი ეფექტი.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის დოზა მცირდება ან მისი მიღება წყდება.
უკუჩვენებები
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* გამოხატული ლეიკოპენია და გრანულოციტოპენია;
* ჩიყვის კვანძოვანი ფორმა (გამონაკლისი -მძიმე, პროგრესირებადი მიმდინარეობა, რაც განაპირობებს ოპერაციის დროებით გადადებას).
განსაკუთრებული მითითებები
♦ თიამაზოლის გამოყენების ნაადრევი შეწყვეტისას შესაძლებელია, დაავადების რეციდივი.
♦ დაშვებულია პრეპარატის ერთდროული გამოყენება ლითიუმის კარბონატთან.
♦ რეპარატის გამოყენება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კვირაში ერთხელ ტარდება სისხლის საერთო ანალიზი.
♦ პრეპარატის გამოყენებამ ოპერაციისათვის მოსამზადებელ პერიოდში შესაძლებელია გააძლიეროს სისხლდენა ფარისებრი ჯირკვლიდან. ამის თავიდან ასაცილებლად (რემისიის განვითარების შემთხვევაში ან მდგომარეობის გაუმჯობესებისას) პრეპარატის მიღება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია ტარდება 2-3 კვირის შემდეგ.
ჭარბი დოზირება
კლინიკური სიმპტომები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დაუშვებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ლეიკოპენიას: ამიდოპირინთან და მის ანალოგებთან, სულფანილამიდურ საშუალებებთან.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook