თიანეპტინი – TIANEPTINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს მარედინამიზირებელი მოქმედების ანტიდეპრესანტს, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური თვისება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკავშირდება სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირებას თავის ტვინის ქერქის ნეირონების და ჰიპოკამპის მიერ.
პრეპარატს თავისი მოქმედების მიხედვით სედატიურ და მასტიმულირებელ ანტიდეპრესანტებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება ისეთი სომატური სიმპტომების შემცირება როგორიცაა: ტკივილი ეპიგასტრალურ უბანში, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის მუშაობის გახშირება, სიცხის შეგრძნება, კუნთებში ტკივილის შეგრძნება. ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში. აბსტინენციის დროს პრეპარატი არეგულირებს ქცევას და დადებითად მოქმედებს პაციენტის ხასიათზე.
თიანეპტინი უარყოფითად არ მოქმედებს მეხსიერებაზე, ძილსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
პრეპარატს არ გააჩნია ანტიქოლინერგული მოქმედება, იგი არ იწვევს შეჩვევას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და მთლიანად მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იგი კარგად ნაწილდება ორგანიზმში, მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 94%) თიანეპტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში (ბეტა-ოქსიდაცია და -დემეთილირება).
თიანეპტინის T1/2 შეადგენს 2.5 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 3.5 საათს.
პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით: ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ხოლო 8% – უცვლელად, თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ და/ან ხანდაზმულ პაციენტებში (70 წლის ასაკის ზევით) T1/2 ხანგრძლივდება 1 საათით.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სუსტად, საშუალოდ და მძიმედ გამოხატული დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.
დოზირების რეჟიმი
– პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5 მგ დღეღამეში 3-ჯერ (დილით, შუადღით და საღამოს) ჭამის წინ.
– 70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია დღეღამური დოზის 25 მგ-მდე (2 ტაბ.) შემცირება.
– ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში (ღვიძლის ციროზით და/ან მის გარეშე) დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება მუცლის არეში ტკივილები, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი.
ცნსის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, ღამის შიშები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები.
სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება.
სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება.
ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.
უკუჩვენებები
* თიანეპტინის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. აგრეთვე 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყოფიან დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები
♦ მკურნალობის დასაწყისში პაციენტები სასურველია იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან მათი მხრიდან არსებობს სუიციდური მცდელობის საშიშროება.
♦ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებისას აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგს ეცნობოს იმის შესახებ, რომ პაციენტი მკურნალობს პრეპარატით. პრეპარატის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას ოპერაციამდე 24 საათით ან 48 საათით ადრე. მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება 7-14 დღის განმავლობაში.
♦ მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 კვირას, ხოლო პრეპარატის მაო-ს ინჰიბიტორებით შეცვლის შემთხვევაში საკმარისია 24 საათიანი შესვენება.
♦ პრეპარატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატს თავი უნდა შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრირებას.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორებთან პრეპარატის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არსებობს კოლაფსის ან უეცარი არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთერმიის, კრუნჩხვების წარმოშობის საშიშროება; არ არის გამორიცხული შესაძლო ლეტალური შედეგი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook