თიმოლანი – TIMOLANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრავოპროსტი, თიმოლოლი/
TRAVOPROST; TIMOLOL MALEATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც მოთავსებულია 2,5 მლ მოცულობის პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით
1 მლ შეიცავს: ტრავოპროსტი – 40 მკგ;  თიმოლოლი (მალეატის სახით) – 5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თიმოლანი თვალის წვეთები წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: ტრავოპროსტს და თიმოლოლის მალეატს.
ტრავოპროსტი – პროსტაგლანდინ F2a-ს ანალოგი, ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას თვალშიდა სითხის გადინების გაზრდით ტრაბეკულურ ბადესა და უვეოსკლერული გზით.
თიმოლოლი – არასელექციური ß ადრენორეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც   თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებისა და გადინების ოდნავ გაზრდის საფუძველზე იწვევს ინტრაოკულარული წნევის შემცირებას. ეს ორი კომპონენტი  კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ინტრაოკულარულ წნევას (იოწ).
ჩვენებები:
ღია კუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე  პაციენტები, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ ადგილობრივ ბეტა-ბლოკერებზე ან პროსტაგლანდინების ანალოგებზე.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მოხუცების ჩათვლით რეკომენდირებული დოზა შეადგენს თიმოლანის ხსნარის 1 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივიტის პარკში 1 ჯერ დღეში, დილით ან საღამოს. მიღება საჭიროა დღის ერთსა და იმავე დროს. თიმოლანის  ჩაწვეთება ორივე თვალში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით
გამოყენების წესი
აიღეთ ბეფარდინის ფლაკონი და სარკე
დაიბანეთ ხელი
შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით თავსახური. თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ფლაკონზე არ არის პირველი გახსნის მაჩვენებელი – დამცავი რგოლი, პროდუქტი არ გამოიყენოთ.
გადაატრიალეთ ფლაკონი, გეჭიროთ შუა თითით და ცერით.
თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქვედა ქუთუთო ქვემოთ დაწიეთ, რათა შეიქმნას „ჯიბე“ ქუთუთოსა და თვალს შორის. ამ „ჯიბეში“ უნდა მოხვდეს წვეთი.
მიიტანეთ ფლაკონის საწვეთური თვალთან. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე.
არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ქუთუთოს ან თვალის გარშემო კანს. ამან შეიძლება წვეთების ინფიცირება გამოიწვიოს.
ფლაკონის ძირს ხელი მსუბუქად მოუჭირეთ ისე  რომ თიმოლანის ერთი წვეთი გადმოედინოს.
არ მოუჭიროთ ფლაკონს ხელი ძალიან ძლიერად, რადგან საკმარისია ფლაკონის ძირზე მსუბუქად დაჭერა.
თიმოლანის ჩაწვეთებიდან 1 წთ-ის განმავლობაში საჭიროა თითის დაჭერა თვალის შიდა კუთხის მიდამოზე, ცხვირთან, რადგან თავიდან აიცილოთ პრეპარატის სისტემური შეწოვა.
გაიმეორეთ იგივე მოქმედებები, თუ საჭიროა პრეპარატის ჩაწვეთება მეორე თვალშიც.
პრეპარატის გამოყენებისთანავე, ფლაკონს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, კიდევ სცადეთ.
თიმოლანი  ფერს უკარგავს რბილ კონტაქტურ ლინზებს. სასურველია რბილ კონტაქტურ ლინზნებთან კონტაქტის აცილება.
პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ ლინზები მოიხსნან თიმოლანის  გამოყენებამდე და მათ ხელახლა ჩასმამდე დაიცადონ 15 წუთი.
თიმოლანის ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზით ჩაწვეთების შემთხვევაში,  გამოირეცხეთ თვალი თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ პრეპარატი დანიშნულ დროზე ადრე.
თიმოლანის დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი გეგმიური დოზით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში 1 წვეთს.
თიმოლანის გამოყენების შეწყვეტა:
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ვერ გააკონტროლებთ თვალის შიდა წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათი მიღება საჭიროა მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
თვალის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია;
ხშირი თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება,  ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი
არახშირი – ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება,  ქუთუთოს შეშუპება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ქუთუთოს ქავილი, ცრემლდენის გაზრდა
ვასკულური დარღვევები: ხშირი – გულის არითმია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – ბრონქოსპაზმი; არახშირი – დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი – ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი – კონტაქტური დერმატიტი.
ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი – ტკივილი დაბოლოებებში.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, თიმოლოლის ან სხვა შემავსებლების მიმართ
*ბრონქული ასთმა. ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
*სინუსური ბრადიკარდია II ან III ხარისხის, გულის გამოხატული უკმარისობა
*მწვავე ალერგიული რინიტი ან ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა
*რქოვანას დისტროფიები, მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა ბლოკერების მიმართ
ორსულობა და ლაქტაცია:
რეპროდუქციული ასაკის ქალები: საჭიროა კონტრაცეპციური ზომების მიღება
*თიმოლანის  თვალის წვეთების მიღება არ შეიძლება იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, სანამ ადეკვატური კონტრაცეპციური ზომები არ იქნება მიღებული.
პედიატრიული პაციენტები
თიმოლანის თვალის წვეთების 18 წელზე უმცროს პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის და მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება შემდეგი მონაცემები.
სხვა მედიკამენტებთან  ურთიერთქმედება:
არსებობს დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა, რომელიც ჰიპოტენზიასა და/ან შესამჩნევ ბრადიკარდიაში გამოიხატება მაშინ, როდესაც თიმოლანის თვალის წვეთები მიიღება კალციუმის არხის ორალურ მაბლოკირებლებთან, გუანეთიდინსა და ბეტა-ბლოკერებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, სათითურას გლიკოზიდებთან, ან პარასიმპათომიმეტურებთან ერთად.
ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტები.
განსაკუთრებული მითითებები:
თიმოლანით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეული უნდა იქნას ანამნეზში შემდეგი დაავადების არსებობაზე:
გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა
გულის რითმის დარღვევები ისეთი როგორიცაა შენელებული გულისცემა
სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
სისხლის მიოქცევის დარღვევები (რეინოს სინდრომი ან დაავადება)
დიაბეტი, თიმოლოლმა  შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მიასთენია (ქრონიკული ნერვ-კუნთოვანი დაავადებები)
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას თვალის ფერის მუდმივი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ
თიმოლანმა  შეიძლება თანდათან შეცვალოს დაზიანებული თვალის წამწამები; ეს ცვლილებებია: გაზრდილი სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და/ან წამწამების რიცხვი.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან არაუმეტეს   28 დღისა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: ფარმა მედიტერანია, ს.ლ., ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook