თიოქტაციდის მჟავა – THIOCTIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ჩვენებები
კორონარული ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ღვიძლის დაავადებები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე ბოტკინის დაავადება, ღვიძლის ციროზი);
დიაბეტური პოლინეიროპათიები;
მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლა და სხვა ინტოქსიკაციები.
დოზირების რეჟიმი
ენიშნებათ პერორალურად 1 ტაბ. დღეში დაუღეჭავად ნახევარი სთ-ით ადრე საუზმის წინ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაავადების ძლიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია დასაწყისში პარენტერალური თერაპია.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე. გლუკოზის შედარებით კარგად შეთვისების გამო, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა თიოქტოის მჟავას მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, იგი არ იძლევა ნაყოფზე პრეპარატის უარყოფითი მოქმედების მსჯელობის შესაძლებლობას. რადგან, არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკმარისი მონაცემები, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
რადგან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტოის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
თიოქტაციდით მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება. რადგან ალკოჰოლი და მისი მეტაბოლიტები ასუსტებენ თიოქტაციდის თერაპიულ ეფექტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– თიოქტაციდის და ცისპლატინის ერთდროული დანიშვნით ქვეითდება ამ უკანასკნელის ეფექტურობა.
– თიოქტაციდი აძლიერებს ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს, ამიტომ თიოქტაციდით მკურნალობის საწყის სტადიაში აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის პერიოდული კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევებში საჭიროა ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook