თრომბომაგი / TromboMag

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აცეტილ სალიცილის მჟავა+მაგნიუმის ჰიდროქსიდი/magnesium hydroxide, acetylsalicylic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიაგრეგანტული საშუალება

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს საქმედ ნივთიერებას: აცეტილსალიცილის მჟავა 75მგ ან 150 მგ; მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15,20 მგ ან 30,39მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის  სახამებელი, 9,50მგ ან 19,00მგ; ლიმონმჟავა 3,43მგ ან 6,86 მგ; მაგნიუმის სტეარატი 0,15მგ  ან 0,3 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადი ინჰიბირება, შედეგად იბლოკება თრომბოქსანის  სინთეზი და თრომბოციტების აგრეგაცია
ანტიაგრეგაციული ეფექტი უფრო მეტად გამოხატულია თრომბოციტებში, რადგან მათ არ შესწევთ უნარი განმეორებით მოახდინონ ციკლოოქსიგენაზას სინთეზი. ითვლება რომ აცეტილსალიცილის მჟავას აქვს, თრომბოციტების აგრეგაციის სხვა, მოქმედების მექანი, რაც ზრდის მისი გამოყენების შესაძლებლობებს სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.აცეტილსალიცილის მჟავას აქვს ასევე ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, და ანალგეზური ეფექტი
მაგნიუმის ჰიდროქსიდი არის ანტაციდური საშუალება, ამცირებს რა აცეტილ სალიცილის მჟავას გამაღიზიანებელ მოქმედება  კუჭის ლორწოვანზე
ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია, მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ანელებს სეწოვის პროცესს. ნაწილობრივად მეტაბოლიზირდება აბსორბციის დროს. განაწილება და მეტაბოლიზმი: შეწოვის შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა გარდაიქმნება ძირითად მეტაბოლიტში – სალიცილის მჟავა, რომელიც მეტაბოლიზირდება ღვიძლში (ფენილსალიცილატის, გლუკურონიდის, სალიცილატის, სალიცილურონის მჟავად)აღმოჩნდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში და სითხეში. ქალებში მეტაბოლიზმის პროცესი მიმდინარეობს უფრო ნელა. აცეტილსალიცილის მჯავას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 10-20 წთ-ში, სალიცილის მჟავის კი 0,3-2 სთ-ში. ორივე მათგანი ადვილად უკავშირდება პლაზმის ცილებს და ნაწილდება ორგანიზმში.აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობა არის 50-68%, სალიცილის მჟავას 80-100%. სალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, რძეში. თირკმლის უკმარისობის, ორსულობის და ახალშობილებში სალიცილატები შესაძლოა იწვევდნენ ბილირუბინის გამოდევნოს ალბუმინური  შენაერთებიდან და შესაბამისად იწვევდნენბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარებას. გამოყოფა: აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-20 წთ. სალიცილის მჟავასთვის 2-3 სთ. სხვა სალიცილატებისგან განსხვავებით, აცეტილსალიცილის მჟავა არ გროვდება სისხლის შრატში.თირკმლების  ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აცეტილ სალიცილის მჟვა თირკმელებით გამოიყოფა 24-72 სთ ის განმავლობაში.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი არ მოქმედებს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.
გამოყენების ჩვენებები:
– გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ხანდაზმული ასაკი)
– მეორადი ინფარქტისა და სისხლძარღვთა თრომბოზის პროფილაქტიკა
– არასტაბილური სტენოკარდია
– თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა, სისხლძარღვებზე  ოპერაციული ჩარევის  შემდგომ (აორტოკორონარული შუნტირება, კორონარული ანგიოპლასტიკა)
უკუჩვენებები:
აცეტილ სალიცილის მჟავას, სხვა დამატებითი კომპონენტების და  არასტეროიდების მიმართ  მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა, კუჭის ლორწოვანის ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, მიდრეკილება სისხლდენების მიმართ, თირკმლის  მძიმე  უკმარისობა, ორსულობა პირველი ტრიმესტრი, მეორე ტრიმესტრიდან სიფრთხილით, ძუძუთი კვების პერიოდი, გლუკოზო 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი, მეტოტრექსატთან კომბინაცია ერთ კვირაზე ხანგრზლივად, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
სიფრთხილე:
პოდაგრა, ჰიპერურიკემია, კუჭნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება ან ანამნეზში სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, თირკმლის მსუბუქი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 ზე მეტი) ან რვიძლის უკმარისობა, ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, ცვირის ღრუსა და წიაღების პოლიპოზი,, ალერგიული რეაქციები, ქირურგიული  ჩარევის წინა პერიოდი. კომბინაცია შემდეგ პრეპარატებთან: მეტოტრექსატი 15 მგმდე დოზა, ვალპროის მჟავა, ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური და ანტიაგრეგანტული საშუალებები, არასტეროიდები და აცეტილ სალიცილის მჟავას წარმოებულები, ნარკოტიკული ანალგეტიკები,სულფანილამიდები, კარბოანჰიდრაზის იჰიბიტორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინი, იბუპროფენი, სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, ეტანოლი, ორსულობის მე-2 ტრიმესტრი
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
სალიცილატების მიღება 300მგ დღეღამეში მეტი დოზიტ ასოცირდება ნაყოფის განვითარების მანკების განვიტერებასთან, პრეპარატ ტრომბომაგის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში აკრძალულია. მე-2 ტრიმესტრში თრომბომაგის გამოყენების აუცილებლობას წყვეტს ექიმი, 150 მგ/ დღე ღამეში დოზით მაქსიმალურად.
მე-3 ტრიმესტრში თრომბომაგის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს  სამშობიარო მოქმედების შესუსტება, უშუალოდ მსობიარობის წინ პრეპარატის მირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევა თ/ტვინში განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში.
სალიცილატები და მათი წარმოებულები მცირე ოდენობით არწევენ დედის რძეში. კლინიკური მონაცემები აცეტილსალიცილის მჟავას უსაფრთხოების შესახებ ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისია.. თრომბომაგის ერთჯერადი მიღება არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობას, მაგრამ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების სემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზირება:
თრომბომაგი მიიღება პერორალურად, ჭამიდან  1-2 სთ შემდეგ, პრეპარტი თრომბომაგი  მიიღება ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობა  განისაზღვრება ექიმის მიერ.
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი, გულის მწვავე უკმარისობა, რისკ ფაქტორების არსებებობა (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ხანდაზმული ასაკი, თამბაქოს მოხმარება:)- პირველი დღეღამე 1 ტაბლეტი,150 მგთრომბომაგი, შემდგომში თითო აბი 75 მგ-იანი ერთჯერ დღეში.
განმეორებითი თრომბოზისა და ინფარქტის პროფილაქტიკა, არასტებილური სტენოკარდია, თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის სემდგომ: 1 ტაბ თრომბომაგი 75მგ ან 150მგ ის შემცველობის
გვერდითი მოვლენები:
ძირითადად გადაიტანება კარგად.
დოზის გადაჭარბება:
ამასთან დაკავშირებული კლინიკური გამოვლინენბები ვლინდება სალიცილატების კონცენტრაციისას სისხლის პლაზმაში 200მკგ/მლდან 400მკგ/მლ. საშუალო სიმძიმის გამოვლინებები: გულისრევა ღებინება, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა
მძიმე გამოვლინება: ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, რესპირატორული ალკალოზი, გამოხატული ჰიპოგლიკემია, სისხლძარღვპოვანი და სუნთქვითი უკმარისობა, კომა
მკურნალობა: სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია (კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დიდი დოზები, წყალ ელექტროლიტური და მჟავა ტუტოვანი წონასწორობის აღდგენა, სიმპტომური ტერაპია)
გამოშვების ფორმა:
აცეტილსალიცილის მჯავისა და მაგნიუმის შემცველი ტაბლეტები:  75მგ+15,2მგ     და 150მგ+30,39მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერზე; 3 ან 10 ბლისტერი შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Hemofarm A.D. სერბია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook