თურმალინ-ნაკრები / Turmalin Bundle

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

თურმალინის პროდუქციის მოქმედება დაფუძნებულია თურმალინის ქვის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე. თურმალინის ქვას „თბილ ქვას“ უწოდებენ, რომელიც მოიპოვება იაპონიის ზღვაში. თურმალინის კრისტალები წარმოადგენს ბუნებრივ მზის ბატარეას. ის შთანთქავს  და აგროვებს მზის ენერგიას, გარდაქმნის მას ელექტრო და სითბურ ენერგიად (ინფრაწითელი სხივები), წარმოქმნის  თურმალინის ენერგეტიკულ ველს, რომლიც უწყვეტად  გამოყოფს და აწვდის  ენერგიას  ადამიანის ორგანიზმს (ცალკეულ უჯრედებს).  უარყოფითი მუხტის იონებისა (ანიონები) და ინფრაწითელი ტალღების წარმოქმნა, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, უჯრედების აქტიურ ფუნქციონირებას, ორგანიზმში ბიო-ქიმიური პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას.
უარყოფითი მუხტის იონები (ანიონები) ორგანიზში შეღწევის შემდეგ არეგულირებს სისხლის PH-ს ტუტოვანი კომპონენტებით, რომელთაც თავის მხრივ გააჩნიათ ზედაპირული აქტივატორის მოქმედება. შედეგად ხდება ქოლესტერინის დონის შემცირება, სისხლის შედედების შემცირება და არტერიული წნევის დაწევა. ანიონები ასტაბილურებენ ნერვულ სისტემას, გააჩნიათ დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებენ ძილს.

შემადგენლობა
თურმალინის მინერალის ნანო ფხვნილი.

თვისებები
თურმალინის მაგნიტური სარტყელი მოქმედებს უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის იმუნიტეტს,ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს კუნთების დაჭიმულობას, ხსნის ლოკალურ დაძაბულობას ფიზიკური დატვირთვისას, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარებას, აჩქარებს მოტეხილობების შეხორცებას, ამაგრებს ხრტილოვან ქსოვილს, უზრუნველყოფს კომფორტულ მოძრაობას, აღადგენს ოსტეოკლასტებს, ახდენს ნერვული სისტემის მოქმედების სტაბილიზაციას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ხსნის სტრესს, არეგულირებს ძილს, აუმჯობესებს მუცლის ღრუს ორგანოების მუშაობას, ორგანიზმზე  ახდენს ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებას,წარმოადგენს საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებას სხვადასხვა დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და ხანგძლივობა
ოდნავ სველდება სარტყელის ზედაპირი და ხდება მორგება. სითბოს გამოყოფა იწყება 20-35  წუთში. პირველი სეანსის ხანგრძლივობა 30-45 წთ 2-ჯერ დღეში, 1 კვირის შემდეგ 45-55 წუთი 2-ჯერ დღეში, 2  კვირის შემდეგ 60-70 წუთი 2-ჯერ დღეში დღეში.
მკურნალობის კურსი მაქსიმუმ 3 თვე. შემდეგ ერთი თვე შესვენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
თურმალინის პროდუქციის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს კანის ზედაპირის შეწითლებას, რაც ბუნებრივი მოვლენაა. სიწითლე გაივლის სარტყელის მოხსნიდან მაქსიმუმ რამოდენიმე საათში.

რეკომენდაცია
მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია თურმალინის სარტყელის ორგანიზმზე მოთავსების სიმჭიდროვეზე. რაც უფრო მჭიდროდ არის სარტყელი მორგებული, მით უფრო ძლიერია ეფექტი.
თურმალინის პროდუქცია არ გამოიყენება ძილის დროს.

უკუჩვენება
მიდრეკილება სისხლდენებისკენ, ორსულები, მეძუძურები, ბავშვები 6 წლამდე, ავადმყოფები ენცეფალოპათიით, დაზიანებული კანის საფარი,  ადამიანები, რომლებსაც ორგანიზმში აქვთ ელექტრონული აპარატები და მეტალები, სხეულის მაღალი ტემპერატურა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები (არ უნდა მოთავსდეს უშუალოდ წარმონაქმნზე).

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
სარტყელი ყოველ 10 დღის შემდეგ უნდა დაიტვირთოს მზის ენერგიით  7 საათის  მანძილზე; სარტყელი ირეცხება 40-45o C ტემპერატურის გამდინარე წყალში არა უმეტეს 5 წთ-ისა; დაუშვებელია სარტყელის ჩალბობა, სინთეზური საპნისა და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენება; არ ინახება მაგნიტური ველის მქონე საგნებთან.
შენახვის პირობები მმშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისანობის ვადა 2 წელი

გაცემის წესიგაიცემა ურეცეპტოდ.
თურმალინის კისრის  სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion Neck  Protector
ჩვენება
დაჭიმულობის შეგრძნება კისრისა და ბეჭებს შორის არეში, ნერვული დაძაბულობა, სტრესი, თავის ტკივილი,განპირობებული ფსიქიური და ემოციური ფაქტორებით, უძილობა, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი  დისტონია, ტვინში სისიხლის მიმოქცევის მოშლა, კისრის ოსტეოქონდროზი, ნევრალგია, მიალგია, მიოზიტი.

თურმალინის მხრის  სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion  Shoulder Protector

ჩვენება
დაჭიმულობის შეგრძნება ბეჭებს შორის არეში, მხრის სახსრის დაზიანება,მხრის კუნთის დაჭიმულობა,ოსტეოქონდროზი, ნევრალგია, მიალგია, მიოზიტი, მხრის პერიართრიტი.

თურმალინის წელის სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion Waist Protector
ჩვენება 
ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ხერხემლის თიაქარი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებები, ნევრალგია, მიალგია, ჰემიპლეგია, ენდარტერიტები, რადიკულიტი, იშიაზი, ტრავმები,  ხშირი ტკივილები ზურგის არეში,პროსტატიტი.
თურმალინის იდაყვის  სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion  Elbrow  Protector
ჩვენება:
იდაყვის სახსრის დაზიანება, წინამხრის კუნთის დაჭიმვა, მოტეხილობები.

თურმალინის მაჯის სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion Pulse Protector
ჩვენება
სახსრების ანთებითი დაავადებები, ნევრალგია, მიალგია, ტრავმები, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, არტერიული ჰიპერტენზია, არითმია,ნევროზები.
თურმალინის მუხლის სარტყელი
Magnet Therapy Hot Moxibustion Knee Protector
ჩვენება
ართრიტები (რევმატოიდული, ოსტეოართრიტები), ართროზები, მენისკი, ოსგუდ-შლატერის დაავადება, ძვლოვანი ჰიპერპლაზია, სიცივის შეგრძნება ქვედა კიდურებში, არტერიოსკლეროზი.
გამოშვების ფორმა: თურმალინის სარტყელები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჰერბალ პრეპარატი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook