კეტონალი – KETONAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კეტოპროფენი/KETOPROFEN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონმჟავას წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კეტონალი კაფსულები: ფლაკონში 25 ც.
1 კაფს.
კეტოპროფენი……………      50 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მცენარეული ზეთი, სოიოს ზეთი ჰიდროგენიზირებული, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი.
კეტონალი ფორტე შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოპროფენი ……………….. 100 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის  დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი, სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, ლაქტოზა სიტო 200, ჰიდროქსიპროპილმეთილცულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, ცისფერი საღებავი ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
კეტონალი რეტარდი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კეტოპროფენი…………………150 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.
კეტონალი დუო კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
კეტოპროფენი………………..150 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ეუდრაჟიტი RS (მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი), ეუდრაჟიტი RL 30D (მეტაკრილმჟავას სოპოლიმერი), ტრიეთილციტრატი, ტალკი, რკინის ოქსიდი (ყვითელი) E172, კოლოიდური კაჟბადის ორჟანგი უწყლო.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, საღებავი ცისფერი ინდიგოტინი E132 ტიტანის დიოქსიდი E171.
კეტონალი საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
კეტოპროფენი………………   100 მგ
სხვა იგრედიენტები:
პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი.
კეტონალი კრემი 5%: ტუბში 30 გ
1 გ
კეტოპროფენი…………….     50 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მეთილჰიდროქსიბეზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, იზოპროპილმირისტატი, თეთრი ვაზელინი, პოლიეთილენგლიკოლი-45-დოდეცილგლიკოლი (ელფაკოსი), ცხიმოვანი მჟავების სორბიტანის ეთერი (არლაცელი), მაგნიუმის სულფატი, გასუფთავებული წყალი.
კეტონალი გელი 2.5%: ტუბში 50 გ
1 გ
კეტოპროფენი……………………25გ.
სხვა ინგრედიენტები:
კარბოპოლი, ეთანოლი (96%) ლავანდას ეთერზეთი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
კეტონალი სუპოზიტორიები: შეფუთვაში 6 ც.
1 სუპ.
კეტოპროფენი……………….. 100 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მყარი ცხიმი, მიგლიოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდენო და სიცხის დამწევი მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შექცევად ბლოკირებასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. გარდა ამისა, კეტოპროფენი ახდენს ფერმენტ ლიპოოქსიგენაზას ინჰიბირებას, გააჩნია ანტიბრადიკინინული აქტივობა, ასტაბილიზებს ლიზოსომურ მემბრანებს, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან დაქვეითებას რევმატიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური  მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით (პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვით გამოწვეული) და ცენტრალურით (ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით განპირობებული).
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: შიგნით მიღებისას კეტოპროფენი სწრაფად და საკმარისად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება: სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ს, უპირატესად ალბუმინთან, კეტოპროფენი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეებსა და შემაერთებელ ქსოვილებში. სინოვიალურ სითხეებში მნიშვნელოვანი კონცენტრაციის დონეები მიიღწევა 100 მგ კეტოპროფენის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
მეტაბოლიზმი და გამოდევნა: კეტოპროფენი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
კეტოპროფენის T1/2 – 1.6-1.9 სთ. გამოიყოფა თირკმლებით, 1%-ზე ნაკლები კი-ფეკალიებთან ერთად.
ჩვენებები:
სისტემური გამოყენებისათვის:
სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია (მათ შორის, პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ტკივილები, იშიალგია, მიალგია, რადიკულიტი, კუნთების დაჭიმვა, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, ოსტეოართროზი, წითელი ქარის მწვავე შეტევა, ტენდოსინოვიტი, ბურსიტი);
ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანთებითი დაავადებებისას მწვავე ტკივილის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მხოლოდ ი/ვ შესაყვანად).
გარეგანი გამოყენებისათვის:
რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, პერიართრიტი;
იშიალგია, მიალგია, რადიკულიტი;
სინოვიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიტი, ბურსიტი;
ტრავმები, კუნთების დაჭიმულობა, ამოვარდნა;
ფლებიტი, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ლიმფანგიტი.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 1-2 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ, ან 1 ტაბლეტი ფორტე დღეში 2-ჯერ ან 1 ტაბლეტი რეტარდი დღეში ერთხელ, ან 1 კაფსულა დუო დღეში ერთხელ.
კაფსულები და ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
სუპოზიტორიები ინიშნება დოზით 1 ცალი დღეში 1-2-ჯერ. სუპოზიტორიების შეყვანა ხდება ღრმად სწორ ნაწლავში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირებისათვის კუნთებში ხდება 2 მლ-ს შეყვანა დღეში 1-2-ჯერ.
პარენტერალური თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს რამდენიმე დღეს. აუცილებელი ეფექტის მიღწევის შემედგ პრეპარატი ინიშნება კაფსულის, ტაბლეტის ან სუპოზიტორიის ფორმით.
კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ, რის შემდეგაც უნდა მოხდეს კრემის ოდნავ შეზელვა.
გელი: მკურნალობის ხანგრძლივობა -14 დღე ან მეტი (ექიმის კონსულტაციის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – სისხლდენა კნტ-დან.
ცნსის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, ურტიკარია.
ადგილობრივი რეაქციები: სუპოზიტორიების გამოყენებისას – წვის შეგრძნება, ტენეზმები.
სხვა: ტრანზიტორული დიზურია, ასთენია.
უკუჩვენებები:
* კნტს-ის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* თირკმლის ფუნქცის გამოხატული დარღვევები;
* დარღვევები სისხლის მხრივ (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შედედების სისტემის დარღვევები);
* ორსულობის III ტრიმესტრი;
* ლაქტაცია;
* ჰემოროი და პროქტიტი (სუპოზიტორიები);
* 14 წლამდე ასაკის ბავშვები;
* კეტოპროფენის, აცეტილსალცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ანამნეზში ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის გამონაყარი ან რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას მიღებით).
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოკვლევები კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა.
კეტონალის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის არსებულ რისკს.
* კეტონალის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში (განსაკუთრებით 36 კვირის შემდეგ) უკუნაჩვენებია საშვილოსნოს ტონუსზე შესაძლო ზეგავლენის გამო.
* ლაქტაციის პერიოდი: კეტონალის გამოყენების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მოშლისას
* ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას,
* ბრონქული ასთმის, რინიტის, ურტიკარიის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის პოლიპების,
* გულის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში.

* სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კეტონალის მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან ერთად: აცეტილსალცილმჟავა ან სხვა არასტეორიდული
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,
* ლითიუმის პრეპარატები,
* ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები,
* დიურეტიკები,
* მეტოტრექსატი,
* ანტიდიაბეტური პრეპარატები.
* კეტონალის კრემის და გელის გამოყენებისას პაციენტი უნდა მოერიდოს პრეპარატის მოხვედრას დაზიანებულ ზედაპირზე, ღია ჭრილობებზე, თვალებში და სხვა ლორწოვან გარსებზე. მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა, რომელთა საქმიანობა მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს (ავტომობილების მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).
ჭარბი დოზირება:
ამჟამად არ არსებობს მონაცემები კეტონალის ჰიპერდოზირების შესახებ. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვინაიდან კეტოტიფენი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს კეტონალთან ერთად გამოყენებისას უნდა შემცირდეს ანტიკოაგულანტების, დიფენილჰიდანტოინის ან გოგირდის შემცველი პრეპარატების დოზები.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 250C.
შემოგარსული ფორტე ტაბლეტების, რეტარდი ტაბლეტების, კაფსულების, სუპოზიტორიების ვარგისიანობის ვადა 5 წელია, ხოლო საინექციო ხსნარის – 3 წელი.
შემოგარსული ტაბლეტები ფორტე, ტაბლეტები რეტარდი, კაფსულები, საინექციო ხსნარები და სუპოზიტორიები გაიცემა რეცეპტით.
5% კრემის და 2.5% გელის ფორმით პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: LEK, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook