იზონიაზიდი – ISONIAZID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიტუბერკულოზური საშუალება. იზონიაზიდს გააჩნია ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის მიმართ მაღალი აქტიურობა. სხვა გავრცელებული ინფექციური დაავადების გამომწვევების მიმართ პრეპარატი გამოხატულ ქიმიოთერაპიულ მოქმედებას არ ახდენს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი პერორალურად მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1-4 საათის შემდეგ. პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენებისას 6-24 სთ-ის შემდეგ სისხლში შენარჩუნებულია ბაქტერიოსტატური კონცენტრაცია.
იზონიაზიდი ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილოვან სითხეში. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.
იზონიაზიდის მიღებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც წარმოებულნი არიან იზონიკოტინის მჟავის ჰიდროლიზით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას, რომ ორგანიზმში ეს პრეპარატები სხვადასხვა სიჩქარით ინაქტივირდებიან. ინაქტივაციის ხარისხი განისაზღვრება აქტიური იზონიკოტინის მჟავას ჰიდროლიზით სისხლსა და შარდში. პრეპარატი რაც უფრო სწრაფად განიცდის ინაქტივაციას სისხლში, მით უფრო მეტადაა საჭირო მისი ტუბერკულოსტატური კონცენტრაციის დაცვა, ამიტომ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმში ხდება პრეპარატის სწრაფი ინაქტივაცია, იზონიაზიდი გამოიყენება მაღალი დოზით.
ჩვენებები
ტუბერკულოზის ყველა ფორმისა და ლოკალიზაციის ქიმიოპროფილაქტიკა და ქიმიოთერაპია.
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში აქტიური ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროს.
იგი ეფექტურია ახლადწარმოქმნილი მწვავე პროცესების შემთხვევაშიც. იზონიაზიდს უნიშნავენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციში.
შერეული ინფექციის დროს იზონიაზიდთან ერთად რეკომენდებულია შემდეგი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება: ანტიბიოტიკი (ფართო მოქმედების სპექტრის სულფანილმიდები, ფტორქლოქინოლინები და სხვა).
პრეპარატი მიიღება აგრეთვე ტუბერკულოზის პროფილაქტიკისათვის.
დოზირების რეჟიმი
ჩვილ ბავშვებსა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება – 8-10 მგ/კგ;
6-9 წლამდე ასაკის ბავშვებში – 7-8 მგ/კგ;
10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 6-7 მგ/კგ;
15-და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5-6 მგ/კგ;
მოზრდილებში – 5 (3-5) მგ/კგ.
მოზრდილებში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 15 მგ/კგ წონაზე შესაბამისად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის სხეულის წონას. პრეპარატის დანიშნული დოზა საჭიროა ერთჯერადად მივიღოთ.
გვერდითი მოვლენები
იზონიაზიდის მიღებისას შეიმჩნევა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, გულის არეში ტკივილი, კანზე ალერგიული რეაქციები. შესაძლოა ეიფორია, ძილის გაუარესება, იშვიათად – ფსიქოზის განვითარება, აგრეთვე პერიფერიული ნევრიტის გამოვლენა კუნთების ატროფიის განვითარებით და პარეზით.
ძალიან იშვიათად იზონიაზიდით მკურნალობისას მამაკაცებში შეიმჩნევა გინეკომასტია, ქალებში – მენორაგია. ძალზე იშვიათად აღინიშნება წამლის მიერი ჰეპატიტი.
იზონიაზიდის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად გადის.
საჭმლის მონელების დარღვევა გამოვლინდება იშვიათად და შესაძლოა გახდეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მიზეზი.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური და სწრაფი რეაქციის შენელება, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პაციენტების მდგომარეობაზე. პრეპარატის ეს თვისება კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.
უკუჩვენებები
* იზონიაზიდის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში, ეპილეფსიით და კრუნჩხვითი შეტევის მიმართ მიდრეკილებისას, ადრე გადატანილი პოლიომიელიტის დროს, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს, გამოხატული ათეროსკლეროზის შემთხვევაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– იზონიაზიდის ციკლოსერინთან კომბინაცია აძლიერებს მიდრეკილებას კრუნჩხვებისადმი;
– ბლორპრომაზინი და ფენირამიდოლი ახანგრძლივებენ იზონიაზიდის ნახევრადგამოყოფის პერიოდს.
– დიფენილჰიდანტოინის, ვალპროის მჟავისა და კარბამაზეპინის მიღებისას იზონიაზიდი ზრდის სისხლის პლაზმაში მათ კონცენტრაციას.
– დისულფირამისა და იზონიაზიდის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება დისულფირამის მოქმედება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook