იზოსორბიდის დინიტრატი – ISOSORBIDE DINITRATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იზოსორბიდის დინიტრატი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პერორალურ ანტიანგინალურ ორგანულ ნიტრატს. იგი ადუნებს გლუვ კუნთებს (განსაკუთრებით კორონალურ სისხლძარღვებს), ხანმოკლე დროით აქვეითებს არტერიულ წნევას, კაპილარების დილატაციით აძლიერებს მიოკარდის სისხლით და ჟანგბადით მომარაგების პროცესს, ახშირებს გულის მუშაობას, აღრმავებს და აძლიერებს სუნთქვას; შიგნით მიღებისას ტაბლეტების სახით ნიტროსორბიდი ნიტროგლიცერინისაგან განსხვავებით ნელა შეიწოვება. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30-50 წთ-ის შემდეგ. მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევს 1.5-2 სთ-ის შემდეგ და მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 სთ-ს და მეტს.
ჩვენებები
პრეპარატი ენიშნებათ როგორც ანტიანგინალური საშუალება ქრონიკულად მიმდინარე გულის იშემიური დაავადების თავიდან აცილების მიზნით, დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის შეტევების დროს.
იყენებენ აგრეთვე როგორც პერიფერიულ ვაზოდილატატორს გულის უკმარისობის მძიმე ფორმების დროს.
პერიფერიული ვენური სისხლძარღვების (ვენულები) ტონუსის დაქვეითების გამო პრეპარატი ამცირებს ვენური სისხლის დინებას გულისაკენ, წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, ციანოზს.
იშვიათად ენიშნებათ ანგიოსპაზმებით მიმდინარე დაავადების და ენდარტერიტების დროს.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 0.005-0.01 გ (5-10 მგ) 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ზოგ შემთხვევებში, ჩვენებების მიხედვით, შესაძლებელია ერთჯერადი დოზის გაზრდა 20-30 მგ-მდე.
გულის მწვავე უკმარისობის დროს ენიშნებათ 2 ტაბლეტი (20 მგ) ყოველ 4-5 სთ-ში.
ტაბლეტების სახით სუბლინგვალურად მიღებული პრეპარატი, ნიტროგლიცერინის მსგავსად, მაგრამ შედარებით სუსტად, კუპირებას უკეთებს სტენოკარდიულ შეტევებს.
გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, რომლებიც პრეპარატის დოზის შემცირებით მალევე გაივლის.
ნიტროსორბიდის ხანგრძლივად მიღების დროს ვითარდება ტოლერანტობა, მისი თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია პრეპარატით 3-6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შესვენების გაკეთება 3-5 დღით და ნიტროსორბიდის შეცვლა სხვა ანტიანგინალური პრეპარატით.
უკუჩვენებები
* ინსულტი;
* ქალას შიდა წნევის მომატება;
* მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი;
* მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზია;
* დახურულ კუთხოვანი გლაუკომა მომატებული თვალის შიდა წნევით (ღია კუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენები არ არის).

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook