იმუნინი – IMMUNINE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კოაგულაციის IX ფაქტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემადგენლობა:
200 სეში:
აქტიური ინგრედიენტი: კოაგულაციის IX ფაქტორი…..200სე
სხვა ინგრედიენტები:
ტრინატრიუმის ციტრატი…………      20 მგ
ნატრიუმის ქლორიდი……………….    40 მგ
საინექციო წყალი………………………    5 მლ
600 სეში:
კოაგულაციის IX ფაქტორი…………..   600 სე
ტრინატრიუმის ციტრატი……………    20 მგ
ნატრიუმის ქლორიდი………………..    40 მგ
საინექციო წყალი………………………     5 მლ
1200 სეში:
კოაგულაციის IX ფაქტორი………….     1200 სე
ტრინატრიუმის ციტრატი…………..       40 მგ
ნატრიუმის ქლორიდი………………..      80 მგ
საინექციო წყალი   …………………..      10 მლ
გამოშვების ფორმა:
პრეპარატი წარმოადგენს მშრალ ნივთიერებას ფლაკონში, რომელსაც ახლავს ფლაკონი გამხსნელით და საინექციო მოწყობილობით.
შეფუთვა:
ფლაკონი 200, 600 და 1200 სე კონცენტრატით და ფლაკონი გამხსნელით. ასევე საინექციო მოწყობილობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნინი გაწმენდილი კოაგულაციის IX ფაქტორის კონცენტრატია, რომელიც უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს სხვა კოაგულაციურ ფაქტორებს. იმუნინით მკურნალობისას კოაგულაციის IX ფაქტორის კონცენტრაცია იზრდება, რითაც სისხლდენის რისკი მცირდება.
ჩვენებები:
სისხლდენის ეპიზოდების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომელიც გამოწვეული თანდაყოლილი და შეძენილი IX ფაქტორის დეფიციტით (ჰემოფილია, IX ფაქტორის ინჰიბიტორთან ერთად, IX ფაქტორის შეძენილი დეფიციტი გამოწვეული IX ფაქტორის ინჰიბიტორის სპონტანური განვითარებით).
დოზირების რეჟიმი:
1 სე/კგ-ზე იმუნინი ზრდის IX ფაქტორის დონეს 0.8%-ით. სასურველი დოზა გამოითვლება ფორმულით: იმუნინის დოზა ტოლი – სხეულის წონა (კგ) X სასურველ მაჩვენებელზე (IX ფაქტორის) X 1.2.
საჭიროა რეგულარული დაკვირვება IX ფაქტორის დონეზე, რათა განისაზღვროს მისი  თერაპიული დოზა.
მსუბუქი ჰემართროზების, კუნთებიდან და პირის ღრუდან სისხლდენის დროს IX ფაქტორი უნდა შეადგენდეს ნორმის 20-40%. იგი კეთდება 24 საათში ერთხელ სისხლდენის შეჩერებამდე.
გამოხატული ჰემართროზის და ჰემატომის დროს IX ფაქტორი უნდა უტოლდებოდეს ნორმის 30-60% და იგი კეთდება 24 საათში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება 3-4 დღე.
სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენისას IX ფაქტორი უნდა შეადგენდეს ნორმის 60-100%. ინფუზია ტარდება ყოველ 8-24 საათში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
მცირე ოპერაციების დროს IX ფაქტორის დონე ნორმის 30-60% უნდა შეადგენდეს, რომელიც კეთდება 24 საათში ერთხელ, დიდი ოპერაციების შემთხვევაში IX ფაქტორის დონე 80-100% უნდა უტოლდებოდეს და იგი კეთდება ყოველ 8-24 საათში 7 დღის განმავლობაში.
პასუხი მკურნალობაზე ინდივიდუალურია.
ჰემოფილიის დროს ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის ინიშნება 10-25 სე/კგ-ზე 3-4 დღის ინტერვალით.
მკურნალობის არაეფექტურობისას საჭიროა IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის დადგენა. თუ ინჰიბიტორის არსებობა დგინდება, მაშინ დამატებითი დოზით IX ფაქტორის დანიშვნა ანეიტრალებს ინჰიბიტორს. თუ ინჰიბიტორის დონე მაღალია (>10 ბეტეზდას ერთეული), საჭიროა პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატის ან გააქტივებული VII ფაქტორის გადასხმა.
დანიშვნის წესი:
ხსნარი მზადდება მხოლოდ გამოყენების წინ. იგი შეჰყავთ ინტრავენურად. გამოუყენებელი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
განზავების წესი:
გამხსნელი თბება ოთახის ტემპერატურამდე. სპირტით გაადეზინფიცირეთ გამხსნელისა და კონცენტრატის რეზინის სახურავი, შემდეგ გახვრიტეთ გამხსნელის რეზინის ხუფი ორწვერა ნემსით. გადმოაბრუნეთ ფლაკონი და მოათავსეთ კონცენტრატის ფლაკონის ზევით. ნემსის მეორე ბოლოთი გახვრიტეთ კონცენტრატის რეზინის ხუფი და გამხსნელი შეიწოვება კონცენტრატის ფლაკონში შექმნილი ვაკუუმის გამო. მოხსენით ნემსი და ოდნავ შეანჯღრიეთ გახსნილი ფლაკონი. მეორე “საჰაერო” ნემსით გახვრიტეთ რეზინის ხუფი და ნებისმიერი ქაფი ხსნარის ზედაპირზე გაქრება. ამოიღეთ “საჰაერო” ნემსი და მესამე “ფილტრიანი” ნემსით ამოიღეთ საჭირო რაოდენობის ხსნარი ვენაში ინფუზიისათვის (მაქს. სიჩქარე 2 მლ/წ).
გვერდითი მოვლენები:
– შესაძლოა მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება.
– ალერგიული ანამნეზის და IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნეფროზული სინდრომის განვითარება.
– იშვიათად შესაძლოა IX ფაქტორის მაინჰიბირებელი ანტისხეულების გაჩენა.
– იმუნინით მკურნალობა ნაკლებად იწვევს თრომბოემბოლურ გართულებებს, მაგრამ მაღალი დოზებით მკურნალობის და თრომბოზების რისკის არსებობის დროს შესაძლოა თრომბოზების განვითარება.
უკუჩვენებები:
*პრეპარატი უკუნაჩვენებია დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის და ჰიპერფიბრინოლიზის დროს, ასევე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
*კლინიკური გამოკვლევებით არ დასტურდება იმუნინის უსაფრთხოება ორსულობის დროს. იმუნინი ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
ინექცია: ინფუზიის დროს მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისას ინფუზია წყდება. მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ჰიპოტენზიური რეაქციის დროს კი ტარდება შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.
თრომბოზების განვითარების რისკის შემთხვევაში IX ფაქტორის დონე ნორმის 60%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. დისემინირებულ ინტრავასკულურ კოაგულაციაზე ეჭვის შემთხვევაში იმუნინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
IX ფაქტორის დეფიციტის შემთხვევაში განიხილება შესაბამისი ვაქცინაციის საკითხი.
იმუნინი პლაზმისგან მზადდება, ამიტომ მისმა გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური დაავადებების ტრანსმისია. ინფექციის გადატანის რისკის შემსამცირებლად საჭიროა პლაზმის ვირუსებზე გამოკვლევა და მათი ინაქტივაცია – ამოღების პროცედურის ჩატარება. პროცედურა არაეფექტურია პარვოვირუს 19 შემთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით საშიშია იმუნოდეფიციტის და ორსულობის დროს. ვინაიდან ნატრიუმის მაქსიმალური დღეღამური დოზა შეიძლება აჭარბებდეს 20 მგ-ს, იგი შეიძლება მავნე იყოს პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან დაბალმარილოვან დიეტაზე.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი. არ არის სასურველი სხვა პრეპარატებთან შერევა ინექციის დროს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 2-80C  ტემპერატურაზე 2 წელი, ოთახის ტემპერატურაზე – 3 თვე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: BAXTER, ავსტრია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook