იმუნიტექსი / IMMUNITEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები,
იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება
იმუნიტექსის შემადგენლობა:
ბეტა-კაროტინი – 7,5 მგ
ვიტამინი E – 36 მგ
სელენი – 83 მკგ
თუთია – 25 მგ
ვიტ. C – 50 მგ
ექინაცეა – 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბეტაკაროტინი  – წარმოადგენს A ვიტამინის პროვიტამინს, მისი A ვიტამინად გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე; აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ; გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ; იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდანტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულსისხლძარღვთა დაავადებების და მათი გართულებების განვითარებისაგან.
E ვიტამინი  – წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლილებებისგან, თრგუნავს ცილების, ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას. E ვიტამინის უკმარისობისას შეინიშნება ცილების კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის შრატში და ნუკლეინის მჟავის შემცირება ღვიძლში და სათესლე ჯირკვლებში.
E ვიტამინი  – სამკურნალო საშუალების სახით ხელს უწყობს თვითნებური აბორტის თავიდან აცილებას, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზაციას მამაკაცებში, ჩონჩხის კუნთების ფუნქციის აღდგენას კუნთოვანი დისტროფიის და კუნთების სხვა სახის დაზიანების დროს. გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს სხვა სახის ღონისძიებებთან ერთად E ვიტამინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას გულის კუნთში, ზრდის სისხლის დინების სიჩქარეს არტერიოლებში, ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას, ამაღლებს კაპილარების რეზისტენტობას.
სელენი  – ერთ-ერთი უმთავრესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში. სელენი და ვიტამინი Сარეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ინტენსივობაზე და საბოლოოდ, გონადოტროპული ჰორმონების აქტივობაზე. გარდა ამისა, სელენი აბრკოლებს მეტაბოლიზმის პროცესში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ზედმეტად დაჟანგვას.
სელენი ხელს უწყობს წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ნორმალიზებას კაროტინის შეწოვას და ვიტამინად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, ოპტიმალურ პირობებს ქმნის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისა და ნაყოფის ნორმალურად განვითარებისათვის.
თუთიას –  მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, კერძოდ კი:  ცილების, ფერმენტების, ნუკლეინური მჟავების სინთეზში; გენეტიკური მასალის კოპირებაში, უჯრედების გაყოფისა და ზრდის პერიოდში; ნერვული სისტემის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაში; ინსულინის წარმოქმნაში; სისხლის წარმოქმნის პროცესში; აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის; მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივაციას.
თუთია შედის გონადოტროპული ჰორმონების შემადგენლობაში. ასტიმულირებს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. მამაკაცებში ხელს უწყობს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას, რომელიც ააქტიურებს სპერმატოზოიდების წარმოქმნას სათესლე არხებში, აძლიერებს ტესტოსტერონის გამომამუშავებელი ლუთეინიზირებული ჰორმონის წარმოქმნას. ქალებისთვის თუთია აუცილებელია რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ორსულის რაციონში თუთიის დეფიციტი შესაძლოა გახდეს სპონტანური აბორტისა და სუსტი სამშობიარო მოქმედების მიზეზი. შეიძლება გაჩნდეს ბავშვი მასის დეფიციტით ან განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. გარდა ამისა, ირღვევა ნერვული მილის ჩამოყალიბების პროცესი.
ვიტამინი C –  ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ფოლის მჟავას გარდაქმნის ფოლინურად და ამით ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, ზრდის იმუნოლოგიურ რეაქტიულობას, ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტიურობას, სისხლის ბაქტერიოციდურ თვისებებს, ახდენს ღვიძლის ანტიტოქსიური და ცილებწარმომქმნელი ფუნქციის სტიმულირებას. არის ჰიპოფიზის გონადიტროპული ჰორმონების, პარაფარისებრი ჯირკვლისა და თიამინის სინერგისტი.
ექინაცეას  – ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს თ-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.

ჩვენებები:
Ø  სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
Ø  მწვავე რესპირატორული დაავადებები, ზემო სასუნთქი გზების კატარი, გრიპი, ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, ჰაიმორიტი;
Ø  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, გინგივიტი, სტომატიტი;
Ø  ხანგრძლივად შეუხორცებადი ჭრილობები, წყლულები, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
Ø  შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებები;
Ø  ნეიროცირკულატორული ასთენიის ყველა ტიპი;
Ø  ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;
Ø  ორსულობისათვის მზადების პერიოდი.

უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირება: იმუნიტექსი მიიღება 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში 8 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია ეფექტურობის შემცირება იმუნოდეპრესიულ საშუალებებთან ერთად. ცეფალოსპორინების წარმოებულებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Ornado Medicine, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook